გაცვლითი პროგრამები

გამოცხადდა  Erasmus + საშემოდგომო სემესტრის საბუთების მიღება. დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ლინკს https://erasmusplus.uaic.ro/scholarships-on-offer

გაცვლითი პროგრამა გერმანიაში

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლითი პროგრამების საბჭო (IREX) აცხადებს შესარჩევ კონკურსს გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე 2014-2015 აკადემიური წლისთვის (Global Undergraduate Exchange Program in Eurasia and Central Asia). ანკეტების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი.

პროგრამა საშუალებას აძლევს ბაკალავრიატის პირველ, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში სრული დაფინანსებით. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის, საანკეტო ფორმებისა და ინსტრუქციებისთვის, გთხოვთ, მიაკითხოთ საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროს სპეციალისტს - გურანდა მოდებაძეს.


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტსა და ლოძის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის გაფორმებული ურთიერთთანამსრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება გაცვლითი პროგრამა „პირდაპირი მობილობა“, რომელიც გულისხმობს საშემოდგომო ან საგაზაფხულო სემესტრის გატარებას ევროპის ერთერთ წამყვან უნივერსიტეტში. ჩვენი უნივერსიტეტიდან პირველი საერთაშორისო სტუდენტის სტატუსით , ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ყულჯანიშვილი გაემგზავრა. 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღბად დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ლინკს http://iso.uni.lodz.pl/other-programmes/mobility-direct ან მიაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მთავარ სპეციალისტს - გურანდა მოდებაძეს.

2013 წლის მაისში გაფორმდა ხელშეკრულება არტაანის უნივერსიტეტთან. პროტოკოლის ფარგლებში ხორციელდება მელვენას გაცვლითი პროგრამა. 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე  http://www.ardahan.edu.tr/mevlana/