მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტების საყურადღებოდ!!!
ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან და მიიღეთ მონაწილეობა ნაშრომების კონკურსში - ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა“.
საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო დღეა 2014 წლის 1 აპრილი.
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საერთაშორისო განათლების ცენტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პატრონაჟით და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან და ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან თანამშრომლობით აცხადებენ ნაშრომების კონკურსს საქართველოს უნივერსიტეტების მე – 3-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები-სათვის.

კონკურსის თემაა: აღმოსავლეთ პარტნიორობა.
• ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება და მისი გავლენა საქართველოზე.
• ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული სარგებელი საქართველოსათვის.
• ადამიანის უფლებები და ევროინტეგრაციის პროცესის გავლენა ქვეყნის სოციალურ განვითარებაზე.
ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 20 ნაბეჭდ გვერდს (გამოყენებული ლიტერატური სიით, ინტერვალი 1,5). ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, თან უნდა დაერთოს ერთგვერდიანი რეზიუმე მეორე ენაზე.
საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო დღეა 2014 წლის 1 აპრილი. ავტორებს შედეგები ეცნობებათ 30 აპრილამდე.
ყველა კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები (პლანშეტური კომპიუტერები, ელექტრონული ხელსაწყოები, ვაუჩერები წიგნების შესაძენად. ასევე, მიეცემათ სტაჟირების გავლის შესაძლებლობა).
ნაშრომები უნდა ჩაბარდეს საერთაშორისო განათლების ცენტრის თბილისის ან რეგიონულ ოფისებში: თბილისი: ჭოველიძის N10, ტელ.: 252615, JLIB_HTML_CLOAKING , JLIB_HTML_CLOAKING
ახალციხე: რუსთაველის 106, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 1 კორპუსი, 2 სართული (სტუდენტური თვითმმართველობის გვერდით); ქეთი ნარიმანიშვილი, ტელ.: (365) 221551, 557 237788, JLIB_HTML_CLOAKING
ნაშრომების გამოგზავნა, ასევე, შესაძლებელია ელექტრონული ან დაზღვეული ფოსტით.