სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე

 

 მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი საბუთები: 


1.განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით (ივსება ადგილზე);

2. ავტობიოგრაფია (CV);

3.სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი  დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული;

4.პირადობის მოწმობის (პასპორტის) 2 ასლი;

5.ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია (CD);

6.საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დედანი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან  (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდაზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტიდან(www.naec.ge);

7.უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასლთან ერთად;


8.მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);

 

შენიშვნა:  

სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს,რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან 

რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მითითებულ ზღვარზე მეტი ქულა აქვს მიღებული.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზაციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 51 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).

უცხოურ ენაში გამოცდა ტარდება უცხოური ენის ცოდნის დონის დასადგენად. ამიტომ, უცხოური ენის გამოცდა ჩატარდება მხოლოდ იმ სამაგისტრო პროგრამებზე შემსვლელთათვის, სადაც  უცხოური ენა ისწავლება როგორც სავალდებულო საგანი. კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, აღარ აბარებს უცხო ენას.(ქართველური ენათმეცნიერების და სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამების კონკურსანტები არ აბარებენ უცხოურ ენას).

 

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით. ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 1000-დან 1800 საათამდე  (უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი N303)

მისამართი:   ახალციხე,  რუსთაველის ქუჩა 106; 

ვებგვერდი:   www. sjuni.edu.ge

ტელეფონი  577 98 77 29;  577 98 77 84

ელ-ფოსტა:  JLIB_HTML_CLOAKING    

 

 

პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე

მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:


 1. სპეციალობა - 12 სექტემბერი, 1200 საათი (უნივერსიტეტის  I კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზი). გამოცდის ფორმა-წერილობითი.

 2. უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) -14 სექტემბერი, 1200 საათი (უნივერსიტეტის  I კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზი). გამოცდის ფორმა-წერილობითი.

 

 

საგამოცდო საკითხები

სანიმუშო ტესტები