ინფორმაცია სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების შესახებ

1. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 06 აპრილის N7 ბრძანებით დაინიშნა სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე თანაბარი რაოდენობის ხმების მქონე ორ კანდიდატს შორის.

2. არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 11 აპრილს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

3. არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 577 97 57 79