სსიპ  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი  2017 - 2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს  

მიღებას სადოქტორო პროგრამებზე

შემდეგი მიმართულებებით:

BBB1



1.პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.

2.დოქტორანტობის კანდიდატი უნივერსიტეტის რექტორის სახელზე რეგისტრაციის დროს ავსებს განაცხადს (შევსებულ სააპლიკაციო ფორმას), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

 

ა) ავტობიოგრაფია (CV);

 

ბ) აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომის (ხუთწლიანი დიპლომის) წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია მაგისტრთან გათანაბრების აღიარება ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.

 

გ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ორი ასლი;

 

დ)   ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

 

ე) გამოქვეყნებული შრომების სია  ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

ვ) უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასლთანერთად;

 

ზ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასლთან ერთად (დოქტორანტობის უცხოენოვანი კანდიდატისათვის).

 

შენიშვნა:  კონკურსანტებისათვის,  რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ასევე, უცხოენოვანი კონკურსანტებისათვის, რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ინიშნება გამოცდა უცხოურ ენაში/ქართულ ენაში. გამოცდებს ჩაიბარებს უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი.

 

დოქტორანტურაში  სწავლის  მსურველთა   საბუთების მიღება იწარმოებს 3-დან - 15 ივლისამდე და 21 აგვისტოდან სექტემბრამდეყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა),  1000-დან1800 საათამდე (უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი N303)

მისამართი:   ახალციხე,  რუსთაველის ქუჩა 106; 

ვებგვერდი:   www. sjuni.edu.ge

 ტელეფონი  577 98 77 84;   577 98 77 29

ელ-ფოსტა:   JLIB_HTML_CLOAKING   JLIB_HTML_CLOAKING


მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:


  1. უცხო ენა(ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) - 11 სექტემბერი, 1300 საათი (უნივერსიტეტის  I კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზი). გამოცდის ფორმა-წერილობითი.
  2. სპეციალობა - აგრონომია- 13 სექტემბერი, 1100 საათი (უნივერსიტეტის  I კორპუსი, აუდიტორია 123). გამოცდის ფორმა-ზეპირი.
  3. სპეციალობა - ინფორმატიკა- 13 სექტემბერი, 1400 საათი (უნივერსიტეტის  I კორპუსი, აუდიტორია 123). გამოცდის ფორმა-ზეპირი.
  4. სპეციალობა - ჰუმანიტარული მეცნიერებანი (საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია, ეთნოლოგია, ქართველური ენათმეცნიერება – 14 სექტემბერი, 1100 საათი (უნივერსიტეტის  I კორპუსი, აუდიტორია 123). გამოცდის ფორმა-ზეპირი.
  5. სპეციალობა - ეკონომიკა - 12 სექტემბერი, 1100 საათი (უნივერსიტეტის  I კორპუსი, აუდიტორია 123). გამოცდის ფორმა-ზეპირი.

 

საგამოცდო საკითხები:

მსოფლიო ისტორია

საქართველოს ისტორია

ეთნოლოგია

ქართველური ენათმეცნიერება

ეკონომიკა

ინფორმატიკა

აგრონომია

სანიმუშო ტესტები უცხო ენაში