სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-7 ნაკადს.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც  გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით,  რაც დასტურდება GPA-თი (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო  არითმეტიკულით (მინიმუმ "B" (81-90 %)ძალიან კარგი ). აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებს, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი და დაასრულეს საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით.

სტაჟიორობის კანდიდატმა მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა განაცხადოს წერილობითი ფორმით თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თანხმობის ფორმა იხილეთ დანართი #1).

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, იხილოთ ბმული http://stajireba.gov.ge/4421 ან დაუკავშირდეთ სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილებას შემდეგ მისამართზე:

 

ახალციხე, რუსთაველის ქN106

I კორპუსი ,II სართული , ოთახი N207

ტელეფონი: 577 95 77 01 - ლალი ბარამიძე