Untitled222333111


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის  ეროვნული ცენტრი მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროექტის - „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასათვის და ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება
 


 აცხადებს მედიაციის თემაზე ბლოგ პოსტების ეროვნულ სტუდენტურ კონკურსს


 
1. ბლოგ პოსტების კონკურსის მიზანია, მედიაციის შესახებ სტუდენტთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
2. კონკურსს  ორგანიზებას უწევს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი და უზრუნველყოფს საუკეთესო ბლოგ პოსტების გამოვლენასა და გამოქვეყნებას.
3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ნებისმიერი სემესტრის სტუდენტებს.
4. ბლოგ პოსტები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული  კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. დანართი #1).
8. ბლოგ პოსტების ტექსტი უნდა იყოს შესრულებული Microsoft Word-ის დოკუმენტში, შყლფაენ-ის ფონტით, ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომით  –  12.  ბლოგ პოსტის ტექსტი  არ  უნდა აღემატებოდეს 1000 ნაბეჭდ სიტყვას და წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული  სახით მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING , ელექტრონული წერილის საგნის ველში ,,ბლოგ პოსტების სტუდენტური კონკურსის“ მითითებით.
9. სტუდენტთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბლოგ პოსტების ელექტრონული ფორმით მიღება შევსებულ განაცხადთან (იხ. დანართი #2) ერთად იწარმოებს 2017 წლის  30 ნოემბრის ჩათვლით.
10. კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული მედიაციის სფეროში სპეციალიზებული სამეცნიერო ბიბლიოთეკით (თსუ პირველი აკადემიური კორპუსის (ჭავჭავაძის გამზირი #1, 0179), 04 ოთახი, ტელ.: +995 557 91 00 19))  და ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული რესურსებით (www.ncadr.tsu.ge).
11. კონკურსის შედეგები მონაწილეებს ეცნობებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.
12. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული (I, II, III, IV და V ადგილის მფლობელი), რომელთა ბლოგ პოსტები გამოქვეყნდება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და FB-გვერდზე.  გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.