ინფორმაცია


სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ცხადდება კონკურსი შემდეგი მიმართულებებით

 

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

 

მიმართულება

 

დარგი / ქვედარგი

ვაკანსია

აკადემიური თანამდებობა

საშტატო

ერთეულის რაოდენობა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა

ქართული ენა

ასოცირებული პროფესორი

1

რუსული ენა  

ასოცირებული პროფესორი

1

ეთნოლოგია

პროფესორი

1

ასოცირებული პროფესორი

1

საქართველოს ისტორია (ახალი და უახლესი პერიოდი)

პროფესორი

1

საქართველოს ისტორია

ასისტენტ-პროფესოორი

1

             

        ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი


 

მიმართულება

 

დარგი / ქვედარგი

ვაკანსია

აკადემიური თანამდებობა

საშტატო

ერთეულის რაოდენობა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ასტრონომია

პროფესორი

1

  

1. პროფესორიე თანამდებობაზე 5წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 

2.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ოთხი წლისვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3.ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 წლის ვადით.  

4.უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია65 წელს , აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.

5.გამონაკლისის სახით უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკს გადაცილებული პირი,  თუ იგი აკმაყოფილებს კონკურსში მნაწილე კანდიდატისადმი დადგენილ მოთხოვნებს. აკადემიური თანამდებობის დაკავება კანონმდებლობითა უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით.

6. კონკურსი ცხადდება 2017 წლის 08 ნოემბერს. დოკუმენტაციის წარდგენის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 11 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით. კონკურსი ჩატარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ ერთი და არაუგვიანეს ორი თვის ვადაში.

7. პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1200 (ათას ორასი) ლარით. ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით, ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარით. იხ. საკონკურსო პირობები და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი.

8.საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს სსიპ სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში მისამართზე: .ახალციხე, რუსთაველის    .#106, ოთახი #210.

            საკონტაქტო ინფორმაცია: 577 98 77 80 (გიული ზედგინიძ)