სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წლის 1 მაისიდან აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო პროექტების კონკურსს

 

 პროექტის შემოტანის ვადა - 2018 წლის 22 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით.

  საგრანტო კონკურსის ჩატარების ვადა 26 მარტიდან 27 აპრილის ჩათვლით.

  შედეგები გამოცხადდება 30 აპრილს.

 

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს:

  • უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის მოტივაციას;
  • ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობას;
  • პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას;
  • სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას ქართველ და უცხოელ მკვლევრებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან.


კონკურსში მონაწილეობის პირობები:

პროექტების წარდგენა შესაძლებელია სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებით.

გრანტის მოპოვება მოხდება მხოლოდ ღია საკონკურსო წესით.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • უნივერსიტეტის პროფესორს, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორს;
  • უნივერსიტეტის დოქტორანტს;
  • მკვლევართა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. ამ ჯგუფში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის მაგისტრანტებს და ბაკალავრიატის სტუდენტებს, აგრეთვე, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, მოწვეულ სპეციალისტებს.

  

საგრანტო კონკურსის განხორციელების ვადები და ბიუჯეტი:

  • პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს;
  • ბიუჯეტში არ უნდა იყოს გათვალისწინებული სახელფასო ანაზღაურება;
  • დასაფინანსებელი პროექტის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

 

საკონკურსო განაცხადის წარდგენის პირობები და დოკუმენტაცია:

  • განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით, ქართულ ენაზე. 
  • განაცხადის ელექტრონული ვერსიის წარდგენა სავალდებულოა CD  დისკზე.

 

     სავალდებულო დოკუმენტაცი:

 

 

მისამართი: ახალციხე, რუსთაველის ქ. №106

საკონტაქტო ინფორმაცია:

საგრანტო კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი ლერი ნოზაძე

ელ.ფოსტა: JLIB_HTML_CLOAKING

ტელ.: 555 942 052