სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტების მონაწილეთათვის კონკურსს
კონკურსი ცხადდება უნივერსიტეტში არსებული EU- ERASMUS +  ის საერთაშორისო პროექტების ASSET და INTEGRITY  ფარგლებში.

I. ASSET (Assessment Tools for new learning environments in higher education institutions)  არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც დამტკიცებულია ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის სააგენტოს მიერ. იგი მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალი სასწავლო გარემოს შესაქმნელად შექმნას შეფასების ხერხები. აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონერეტის აკადემიური კოლეჯის მიერ (ისრაელი), ხოლო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს პარტნიორ უნივერსიტეტს.

 აღნიშნულ პროექტში გამოცხადებულია ორი ვაკანსია:

1. მკვლევარ მასწავლებელი- 1 ვაკანსია
შენიშვნა: აღნიშნულ პოზიციაზე მიიღება პირი, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას.
2. მკვლევარ მასწავლებელი- 1 ვაკანსია
შენიშვნა: აღნიშნულ პოზიციაზე მიიღება პირი, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელს
  • აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს
  • დოქტორანტს


სავალდებულოა ელექტრონული რეგისტრაციის გავლა:

ლინკი: https://goo.gl/6Rteji

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 15 აპრილი

II.
INTEGRITY -  (Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia) არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოსა და გორდონის აკადემიური კოლეჯს შორის გაფორმებული ხელშეკრულების , ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იგი მიზნად ისახავს სწავლისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აკადემიური ინტეგრაციას საქართველოს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში.
აღნიშნულ პროექტში გამოცხადებულია ოთხი ვაკანსია
1. მკვლევარ მასწავლებელი- 1 ვაკანსია
შენიშვნა: აღნიშნულ პოზიციაზე მიიღება პირი, რომელსაც შეეძლება აკადემიური წერის სილაბუსის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და ფლობს ინგლისურ ენას.
2. ტექნიკური პერსონალი- 1 ვაკანსია
შენიშვნა: აუცილებელი პირობაა- მუდლის პროგრამის ცოდნა, სასურველია იცოდეს ინგლისური ენა
3. ტექნიკური პერსონალი- 1 ვაკანსია
შენიშვნა: პლაგიატის აღმომჩენი პროგრამების დაინსტალირება საბიბლიოთეკო სისტემაში. აუცილებელი მოთხოვნა- საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნა
4. ტექნიკური პერსონალი- 1 ვაკანსია
შენიშვნა: აღნიშნულ პოზიციაზე მიიღება პირი , რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტურ სერვისების არსებობას, იცის ინგლისური ენა და საინფრომაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელს
  • აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს
  • დოქტორანტს


სავალდებულოა ელექტრონული რეგისტრაციის გავლა:

ლინკი: https://goo.gl/6Rteji

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 15 აპრილი