ინფორმაცია

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ცხადდება კონკურსი შემდეგი მიმართულებებით

 

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 

  

 

მიმართულება

 

დარგი / ქვედარგი

ვაკანსია

აკადემიური თანამდებობა

საშტატო

ერთეულის რაოდენობა

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 

 

მსოფლიოს ახალი და უახლესი ისტორია

პროფესორი

1

  

               ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი  

 

მიმართულება

 

დარგი / ქვედარგი

ვაკანსია

აკადემიური თანამდებობა

საშტატო

ერთეულის რაოდენობა

ბიზნესის ადმინისტრირება

საბუღალტრო აღრიცხვა

პროფესორი

1

ეკონომიკა

ეკონომიკა

ასოცირებული პროფესორი

1

           

1. პროფესორის თანამდებობაზე 5წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

2.ასოცირებულიპროფესორის თანამდებობაზეოთხი წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3.უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.

4.გამონაკლისის სახით უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკს გადაცილებული პირი, თუ იგი აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილე კანდიდატისადმი დადგენილ მოთხოვნებს. აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით.

5. კონკურსი ცხადდება 2018 წლის 16 აგვისტოს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 17სექტემბრიდან28სექტემბრის ჩათვლით.კონკურსი ჩატარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ ერთი და არაუგვიანეს ორი თვის ვადაში.

6. პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1200 (ათას ორასი) ლარით. ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით. იხ. საკონკურსო პირობები და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი.

7.საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს სსიპ სამცხე-ჯავახეთისსახელმწიფო უნივერსიტეტი I კორპუსში მისამართზე: ქ.ახალციხე,რუსთაველის ქ.#106, ოთახი #210.

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 98 77 80 (გიული ზედგინიძე)