სიახლეები

 


2018 წლის 11-17 თებერვალს ერასმუს+ პროექტის - INTEGRITY Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia) ფარგლებში შედგა 5 დღიანი შეხვედრა ავსტრიაში, ვენის უნივერსიტეტში, რომელიც პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი, პროფესორი თინა გელაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი რევაზ ზედგინიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალისტი თეონა ჟუჟუნაძე.შეხვედრა მოიცავდა ორ ნაწილს - 2-დღიან პროექტის “kick-off” შეხვედრას და 3-დღიან მონაწილეთა ტრენინგის პროგრამას (TOT). შეხვედრის დასაწყისში პროექტის ზოგად მიზნებთან გაცნობის შემდეგ თითოეულმა პარტნიორმა ორგანიზაციამ წარადგინა საკუთარი როლი პროექტში.

პროექტი INTEGRITY ოფიციალურად 2017 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და მისი კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართულია 4 ევროპული და 13 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის კერძო და სახელმწიფო უსდ-ები თბილისის და რეგიონის მასშტაბით.

პროექტი მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში პლაგიატის სისტემის დანერგვისა და აკადემიური კეთილსინდისიერების გაძლიერების გზით სწავლა-სწავლების და შეფასების ხარისხის გაუმჯობესებას.

ვიზიტის მეორე ნაწილში ევროპულმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს თავიანი გამოცდილება და პრაქტიკა პლაგიატის სისტემის დანერგვასთან და უნივერსიტეტებში აკადემიური კეთილსინდისიერების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

 ვიზიტის ბოლოს მოხდა სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.

 

vena   vena 2   vena1


2018 წლის 22 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორი მაკა ბერიძე და ინივერსიტეტის სხვა თანამშრომლები გაცნობითი შეხვედრების ფარგლებში ადიგენის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელობას და საჯარო სკოლების რექტორებს შეხვდა. გარდა გაცნობისა, შეხვედრის მიზანი იყო ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიის სამუშაო ვერსიის გაცნობა. ასევე მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო 300 კრედიტიანი პროგრამის პრეზენტაცია.

შეხვედრა საინტერესოდ გაგრძელდა დისკუსიის ფორმატში.

adigeni adigeni 1 adigeni2

 


2018 წლის 17 თებერვალს 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სამაგისტრო პროგრამის განხილვის მიზნით, შედგა შეხვედრა ბიზნესის ადმინიტრირების ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და მაგისტრანტებთან. შეხვედრა აქტიურად წარიმართა, გამოითქვა მოსაზრებები პროგრამის მიზნების, სტრუქტურის, სწავლის შედეგების, შეფასების სისტემის შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება პროგრამაზე მუშაობის პროცესში.

12 13 1--1

 

ყურადღება! გთხოვთ, გაეცნოთ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიის სამუშაო ვერსიას.


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამხრეთ საქრთველოს მრვალეთნიკურ, მრავალკონფესიურ რეგიონში. გაცნობიერებული გვაქვს უნივერსიტეტის განსაკუთრებული საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე უნივერსიტეტის მისიაა:

  • სწავლების სამივე საფეხურზე უზრუნველყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის აკადემიური განათლება;
  • აღზარდოს დემოკრატიული და ჰუმანური იდეალებით, მაღალზნეობრივი, ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული და ლიბერალური ღირებულებების მქონე თაობა;
  • ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში;
  • რეგიონის პრობლემატიკის გათვალისწინებით განახორციელოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით კვლევები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის განვითარებას:
  • ხელი შეუწყოს "სწავლას მთელი სიცოცხლის მანძილზე" და რეგონის შრომის ბაზრის მოთხოვნილებების გათვალისწინებით დანერგოს შესაბამისი პროფესიული პროგრამები;
  • ღირსეული ადგილი დაიკავოს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და საკუთარი წვლილ შეიტანოს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში.

 

 

2018 წლის 19 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შედგა სამცხე-ჯავახეთი სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიის სამუშაო ვერსიის გაცნობა, ასევე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ მხარის ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიცპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და დამსაქმებლები.

სამცხე-ჯავახეთი სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიის სამუშაო ვერსიის გაცნობა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამები დამსწრე საზოგადოებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ წარუდგინა.

შეხვედრა აქტიურად წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, იყო საქმიანი წინადადებები/შენიშვნები, რომელიც ასახვას ჰპოვებს უნივერსიტეტის მისიისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პროგრამების საბოლოო შემუშავებაში.

misia1  misia2  misia3


ყურადღება! სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის  აგრონომიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში  დოქტორანტთა სემინარი გაიმართება 9 თებერვალს  14 საათზე. 

 

მისამართი:  ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზ.N 52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული ბიბლიოთეკა.