კულტურა და სპორტი

 

2017 წლის 15 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მკლავჭდში 70კგ., 80კგ., 90კგ., და აბსოლუტური წონის კატეგორიებში.

I, II და III ადგილები გადანაწილდა კატეგორიების მიხედვით.

70კგ. წონის კატეგორიაში:

I  ადგილი -  იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი დავით მარკოიძე,

II ადგილი - ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ანზორ ხვედელიძე.

III ადგილი  - იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვახტანგ სულაქველიძე.

80კგ. წონის კატეგორიაში:

I  ადგილი -  იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გელაშვილი გაგა,

II ადგილი - იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ჯვარიძე გელა,

III ადგილი - განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იოსებ ტაბატაძე.

90კგ. წონის კატეგორიაში:

I  ადგილი  - განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ილია ზუმბაძე,

II ადგილი - განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ნადირაძე ჯიმი,

III ადგილი  - იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი მეჰრალი ჩახალოვი.

აბსოლუტური წონის კატეგორიაში:

I  ადგილი -  იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გელაშვილი გაგა,

IIადგილი  - განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მაჩიტაძე გელა,

III ადგილი  - ბიზნესის ადმინისტრირების პირველი კურსის სტუდენტი მისლამ დურცენოვი.

გამარჯვებულ პირებს, საშუალება მიეცემათ უნივერსიტეტის სახელით იასპარეზონ სხვადასხვა ჩემპიონატში.

sporti1  sporti2  sporti3  sporti4

 

 

2017 წლის 27-28 მაისს,  ქ. თბილისში მძლეოსნობის ეროვნულ ჩემპიონატზე ახალციხის სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომელთა შემადგენლობაში გამოდიოდნენ სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები: მეორე კურსის სტუდენტი მინდია ენდელაძე და მეოთხე კურსის სტუდენტი ანდრანიკ მატინიანი.

800 მეტრ სისტანციაზე პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა ანდრანიკ მატინიანმა, ხოლო 400 მეტრ დისტანციაზე პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა მინდია ენდელაძემ. ამ გამარჯვებით მინდია და ანდრანიკი მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში და მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური, რომელიც ივნისის მეორე ნახევარში მალტაში გაიმართება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას.

andranik da andrmindia da andranik


ქორეოგრაფიული ანსამბლი “ახალციხე” - ანსამბლს ხელმძღვანელობენ ღირსების ორდენოსანი სამსონ მენაბდიშვილი და ქრისტინე მენაბდიშვილი. ანსამბლის რეპერტუარი მთლიანად მოიცავს საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიულ ფოლკლორს. 

ანსამბლი სისტემატიურად მუშაობს ძველი ეროვნული ცეკვების მოძიებაზე, რითაც ამდიდრებს  რეპერტუარს.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც ხორციელდება აუდიო სახელმძღვანელოების, მუსიკალური კომპოზიციების და სიმღერების შექმნა, არანჟირება და ჩაწერა. მზადდება სტუდენტების მიერ შერჩეული სხვადასხვა ღონისძიებებისათვის მინუს ფონოგრამები. სტუდიას ხელმძღვანელობს საერთაშორისო ფესტივალების ლაურეტი - არტურ დავლაშერიძე.

სტუდენტებს საშუალება აქვთ განვითარდნენ მათთვის სასურველი სპორტული მიმართულებით. უნივერსიტეტს აქვს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ღია და დახურული მოედნები, ჩამოყალიბებულია გუნდები და სექციები.  
ფრენბურთში, ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, კრივში და სხვა სპორტულ სახეობებში. შესაბამისად ტარდება შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატები. აღსანიშნავია, რომ ფუტსალში, ჩვენი უნივერსიტეტის გუნდი იღებს მონაწილეობას უმაღლეს ლიგაში უნივერსიტეტებს შორის.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ღირსეულად მონაწილეობენ რესპუბლიკის მასშტაბით კულტურულ და სპორტულ შეჯიბრებებში.  ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების,  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტი, პროფესიონალი მოჭიდავე მინდია შაინიძე გახდა 2014 წლის იმედის გმირი.