სტუდენტური ღონისძიებები პლაგიატის პრევენციასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 26 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+ INTEGRITY-ის (აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში) ფარგლებში გაიმართა სტუდენტური ღონისძიებები: 1. პლაგიატის პრევენციის მიზნით სლოგანების კონკურსი და 2. სტუდენტთა აზრის და საჭიროებების გამოხატვა  პლაგიატის შესახებ. ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა პლაგიატის ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში. პროექტის კოორდინატორი (ილიაუნი) უნივერსიტეტის და პარტნიორ უნივერსიტეტთა მიერ  ზემოაღნიშნულ კვირეულს მიეძღვნა სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გამარჯვებული სლოგანის ნუ განმეორდები! პლაგიატი სინდისიც კი, ასლია. იაზროვნე განსხვავებულად!ავტორი გახდა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის, მე-3 კურსის სტუდენტი სუსანა შაქარჯიანი, რომელიც პროექტის( INTEGRITY) სტაფის წევრების მიერ დაჯილდოვდა 100 ლარით.

იმავე დღეს, შეჯამდა  უნივერსიტეტის ორივე კორპუსის ბიბლიოთეკაში განთავსებულ დაფებზე სტუდენტთა მოსაზრებები პლაგიატის შესახებ და მათ საჭიროებებზე, რომელიც საშუალებას აძლევს პროექტის წევრებს უფრო ეფექტურად დაგეგმონ სტუდენტური სერვისები.