შეხვედრა Google-ის დეველოპერთა კლუბისთვის

Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბებისთვის ახალი ლიდერების შერჩევა უკვე დაიწყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 5 აპრილს, გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომელსაც ძირითადად ესწრებოდა ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე და ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტები.
შეხვედრაზე GDSC-ის მენტორმა თამთა კაპანაძემ ისაუბრა Google Developer Student Club- ის შესახებ, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ახალი ტექნოლოგიები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და ისაუბრონ ტექნოლოგიების სფეროს სხვადასხვა მიმართულების შესახებ.
ინფორმაციის მოსმენის შემდეგ აუდიტორიის მხრიდან არაერთი საინტერესო შეკითხვა დაისვა, რომელსაც მენტორმა თამთა კაპანაძემ ამომწურავად გასცა პასუხი.