დლივი

ნათესაობითი ბრუნვა:

დლივის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Dlivi

Name / Имя / İsim / Անուն:

Dlivi/Dlivi/Դլիվի

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

დლივი/დილითი, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

დილიფ / დილიფი / დილითი მოსახლეობა ძველ ვერსიად მიჩნევს დილიფს და დილითს მიჩნევს გაქართველობურ ვერსიას. დილითი დასტურდება 1966 წელს გამოცემულ ,, საქართველოს სსრ-ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფის’’მიხედვით (გვ. 28.) ხოლო სამცხე-ჯავახეთის კრებულში (თბილისი 2016 წელი გვ.9) დილითის ნაცვლად გვხვდება დილიფი. დილითს უკავშირებენ სიტყვას დილას და მიჩნევენ სოფელ საღამოს საპირწონე ვერსიად. გურჯისტანის ვილაილეთის დიდი დავთფრის მიხედვით სოფლის სახელწოდების ვარიანტებად ფიქსირდება; ტილიფ, ტილიF, დლივეკ, დილიფი. აკადემიკოსი ს.ჯიქია დამაჯერებლად ასაბუთებს (ს. ჯიქია გურჯისტანის ვილაილეთი დიდი დავთარი, წიგნი მესამე 1958 გვ.419-422), რომ ქართულ ისტორიულ წყაროებში დლივი არის დღევანდელი დილიფი და მისი ფონეტიკური ვარიანტები. სოფლის სახელი დლივი დასტურდება X საუკუნიდან,სოფლის ისტორიული სახელი დლივი ექსპედიციამ დადასტურა ინფორატორმატორთა მიერ მოწოდებული რუსული ფორმაში დლივსკაია ვადა. ნათესაობითი ფორმა დლივის დლივი არის ერთადერთი სოფელი სადაც ცხოვრობს ისტორიულ სოფელი მუშიდან გადმოსახლებული მოსახლეობა. ისტორიული ფორმა დლივი , რომ გვაძლევს დილიფს, ტილიფს და აშ. აიხსნება იმ ფონეტიკური გარემოს მიხედვით, რომელშიც ხალხთა მოძრაობების და მიგრაციების შედეგად აღმოჩნდა დლივი. აღმოსავლური და სომხური ენები ვერ ეგუება სიტყვის თავში თანხმოვანთა თავმოყრას აჩენს ჯერ ირაციონალურ ხმოვანს, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს სრულ ხმოვნად. სოფელ დლივის თავიდან საათავეს იღებს მრავალი წყაროდან მდინარე, რომელსაც ადგილობრივნი რუსულად სოროკრადნიკს ქართულად ორმოც წყალს და თურქულად კesრკბულაღს უწოდებენ, ხოლო სომხურად თარგმნიან თარასუნ ახბიურად, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი სომხური მოსახლეობის მეტყველებაში დლივი არ დომინირებს, მდინარის რუსულ სახელწოდების ვარიანტია დლივსკაია ვადა. ეს არის ისტორიული დლივის წყალი, რომელიც დლივიდან მიედინება კონდურების გავლით, შემდეგ გაივლის ყულალის და ახალქალაქის ციხის და დილისკას შორის უერთდება მდინარე თავფარავნის წყალს მარცხენა ნაპირიდან. ამ მდინარეს აქვს მეორე სახელი ახალქალაქის წყალი. დლივის აღმოსავლეთიდან იღებს სათავეს მეორე მდინარე სახელად შორი/შურ (მარილიანი წყალი) , რომელიც მარცხენა ნაპირიდან უერთდება თავფარავნის წყალს. მესამე მდინარის სახელია ქოხალი , რომელიც თურქეთიდან მოედინება და ხოსპიოსთან ერთვის თავფარავნის წყალს მურჯახეთის გავლით.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი