დიდიკონდურა

ნათესაობითი ბრუნვა:

დიდიკონდურის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Didikondura

Name / Имя / İsim / Անուն:

Didikondura/Didikondura/Դիդիկոնդուրա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

დიდი გონდრიო, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

დიდი გონდური / დიდი კონდური / გენდირი / გონდრიო ინფორმატორთა თქმით გონდრიო იწერება გენდირას ვამბობთ გონდურა იყო. ადგილობრივთა ინფორმაცით მოსახლეობა გადმოსახლდა 1828-1830 წლებში თურქეთიდან მუშიდან, ერზრუმიდან ყარსიდან. სერგი ჯიქია 30-იან წლებში ჯავახეთში მასალის ჩაწერისას აფიქსირებს დიდ და პატარა გონდრიოებს (ბოვდანოვკის რაიონის გონდრიოს სასოფლო საბჭოში შედის დიდი გონდრიო, დილიფ (=დლივი) ყულალის და პატარა გონდრიოსთან ერთად.“ (ჯიქია 1958 მესამე წიგნი გვ.337) ექსპედიცის მოძიებული მასალის მიხედვით სოფელთა სახელად დასტურდება, გონდურა, გონდური, გონდრიო, კონდურა, კონდური, მოცემული მასალის მიხედვით, ვფიქრობთ უნდა გამოუყოს -ურ სუფიქსი , რომელიც დაერთვის კონდ ან გონდ ფუძეს. -ურ სუფიქსი როგორც წესი ტოპონიმიაში, როგორც წესი, დაერთვის ადამიანთა საკუთარ სახელებს. ჩვენი აზრით, კონდ/გონდ ფუძემ -ურ სუფიქსის დართვის შემდეგ მიიღო შემდეგი სახე: კონდ/გონდ-ურ-ი, კონდ/გონდ-ურ-ა. მთა - მდინარე არ არის. სოფელში 1869 წელს აშენდა წმინდა ჰაკობის (იაკობის) სახელობის სომხური ეკლესია.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი