პატარაკონდურა

ნათესაობითი ბრუნვა:

პატარაკონდურის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Patarakondura

Name / Имя / İsim / Անուն:

Patarakondura/Patarakondura/Պատարակոնդուրա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

პატარა გონდრიო, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სოფელში ექსპედიციამ ჩაიწერა სახელწოდების შემდეგი ვარიანტები: პატარა გონდური / პატარა კონდური / პატარა გონდურო / პატარა გინდურა. ექსპედიცის მოძიებული მაასალის მიხედვით სოფელთა სახელად დასტურდება, გონდურა, გონდური, გონდრიო, კონდურა, კონდური, მოცემული მასალის მიხედვით, ვფიქრობთ უნდა გამოუყოს -ურ სუფიქსი, რომელიც დაერთვის კონდ ან გონდ ფუძეს. -ურ სუფიქსი როგორც წესი ტოპონიმიაში, დაერთვის ადამიანთა საკუთარ სახელებს. ჩვენი აზრით, კონდ/გონდ ფუძემ -ურ სუფიქსის დართვის შემდეგ მიიღო შემდეგი სახე: კონდ/გონდ-ურ-ი, კონდ/გონდ-ურ-ა. პირველმა ვარიანტმა -ა მატოპონიმებელი სუფიქსის დართვის შემდეგ მოგვცა კონდ/გონდ-ურ-ი-ა ფორმა. ია-ზე დაბოლოლებულიი ტოპონიმები სამცხე-ჯავახეთს გვაძლევს -ი-ო-ს . მაგალითად: ხოსპი-ა ხოსპი-ო; გოკი-ა გოკი-ო და სხვა. ამგვარად, მივიღეთ კონდ/გონდ-ურ-ი-ო ფორმა, რამაც არაქართულენოვან გარემოში მოგვცა კონდ/გონდ-რ-ი-ო ფორმა. კონდ ფუძე დასტურდება - ია დაბოლოებით. კონდ-ია (ალ. ღლონტი, ქართველური საკუთარი სახელები, თბ. 1986. გვ. 146). გონდ- ფორმა მკვეთრი კ-ს გაჟღერების შედეგია, რაც ჩვეულებრივი ამბავია ჯავახეთის სომეხთა მეტყველებაში. კონდ-ფუძეს - ია დაბოლოების ნაცვლად დაერთო - ურ დაბოლოება და მივიღეთ კონდურა, საიდანაც მივიღეთ სხვა დანარჩენი ფორმები. ექსპედიციის პერიოდში დაფიქსირებული ფორმები მიგვაჩნია ფონეტიკურ ვარიანტებად, რომელთა შექმნაში გარკვეული როლი ითამაშა არაქართულენოვანმა გარემომ და ხალხური ეტიმოლოგიზაციის ტენდენციამ. მსაზღვრელები - დიდი და პატარა დაერთვის ბევრ სოფელს ჯავახეთში და განსაზღვრავს ისტორიის გარკვეულ ეტაპს, როდესაც ესა თუ ის სოფელი სიდიდით უპირისპირდება იმავე სახელის მეორე სოფელს. ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ისე, რომ დიდ ი მსაზღვრელით მითითებული სოფელი პატარა იყოს ტერიტორიულად. როგორც, მაგალითად, დიდი სამსარი და პატარა სამსარი, სადაც დღეისათვის თავისი ფართობითა და მოსახლეობით პატარა სამსარი უფრო დიდია, ვიდრე დიდი სამსარი, მაგრამ ამას ამ ეტაპზე ჩვენი კვლევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მოსახლეობის ინფორმაცით მოსახლეობა გადმოსახლდა 1829 წელს თურქეთიდან, ერზრუმიდან ( სალაძორიდან, განიდან). ინფორმატორთა გადმოცემით, აქ პირველად 11 ოჯახი დასახლდა. 1918 წლის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი წავიდა ბაკურიანში. სერგი ჯიქია 30-იან წლებში ჯავახეთში მასალის ჩაწერისას აფიქსირებს დიდ და პატარა გონდრიოებს ( ბოვდანოვკის რაიონის გონდრიოს სასოფლო საბჭოში შედის დიდი გონდრიო, დილიფ (=დლივი) ყულალის და პატარა გონდრიოსთან ერთად.“ (ჯიქია 1958 მესამე წიგნი გვ.337) მთები: სურბ სარ ( წმინდა მთა), თეზ ქარაფ (სწრაფად გაფუჭებადი ), იოქტარ - ინფორმატორის ცნობით საერთო მთა დილიფსა და გონდრიოს შორის, დილივსკი . ნასოფლარები: თელერთა/ქელერთა; შაითუმან, ვარდისუბანი, რომელიც არის დიდსა და პატარა გონდრიოს შორის (ვარზეთვან), ხარაბა? წყაროები: ბაღაღბიურ (ცივი წყარო) დილიფისკი ვოდა, ფაშას წყარო, ცეტრაკ.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი