ყულალისი

ნათესაობითი ბრუნვა:

ყულალისის

ლათინური ტრანსკრიფტი:

yulalisi

Name / Имя / İsim / Անուն:

Qulalisi/Kulalisi/Ղուլալիսի

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ყულალისი, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ყულალისში გამოვყოფთ ყულ- ფუძეს, რომელიც გავრცელებულია საქართველოს ტოპონიმიაში შემდეგი ფორმებით: ყულა, ყულაი, ყულები, ყულევი, ყულისკარი, ყულიშკარი. ყულალისი სოფლის სახელად გვხვდება აგრეთვე ახალციხის მუნიციპალიტეტში. ყულალისში გამოიყოფა -ალ, -ის სუფიქსები. -ალ არის დეტერმინანტი სუფიქსი, ხოლო -ის ნაგენეტივარის სახელებისათვის ტოპონიმიაში დამახასიათებელი ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი. მსგავსი წარმოება ჯავახეთის ტოპონიმიაში გვხვდება ბარალისის სახით, რომელიც ბარალეთის ვარიანტად დასტურდება წყაროებში. ყულ- ფუძე მიუთითებს ისეთ ადგილზე, სადაც ხდებოდა ხალხის, თემის შეკრება „სჯა-ბაასის“ და „სამსჯავროსათვის“. წყარო: მ. ბერიძე, „ზველი და მისი შემოგარენი“, ახალციხე, 2012 წელი. გვ. 129-135.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი