თორია

ნათესაობითი ბრუნვა:

თორიის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Toria

Name / Имя / İsim / Անուն:

Toria/Toria/Թորիա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

თორია, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

არსებობს სახელწოდების ვარიანტები - თორიო (ჯიქია 1958, 332) და ტორია (ჰაკობიანი 1988, 477). სოფელი მდიდარი ყოფილა ისტორიული ძეგლებით. სოფლის თავზე არის ციკლოპური ციხის ნაშთები (ბერიძე, 1979) ჯავახეთი, 2002 წ. გვ. 364). ამავე მთაზე არის სამლოცველო, რომელშიც ძველი საკურთხეველია. თორიაში ახალმოსახლეებმა დაანგრიეს ქართული ეკლესია და „მისი ქვებით ააშენეს ახალი სალოცავი სურბ დომინიკოს სახელობის. კედლებში ჯერ კიდევ ემჩნევა ქართული ეკლესიის ძველი დამუშავებული ქვები. იქვეა ქართული სასაფლაოს ქვა“ (ბერიძე 1979 წ.) ჯავახეთი 2002, 365). ქართული ეკლესია თორიაში დაფიქსირებული აქვს და ფოტო გადაღებულია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. (კუკური მეტრეველი) (თაყაიშვილის მოგზაურობა) სოფელში ექსპედიციამ დაადასტურა მეორე ქართული ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველიც ბოლო წლებში ჩამონგრეულა. „სომხეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ტოპონიმთა ხუთტომეულის“ მიხედვით მოსახლეობა გადმოსახლებულია არზრუმიდან, კერძოდ სოფელ ხნუსიდან და ქილუადან. (ჰაკობიანი 1988, 477). ინფორმატორთა გადმოცემით მოსახლეობა ჯავახეთში გადმოსახლებულია 1828-1830 წლებში, სოფელ ძითიანქოვიდან, მუშის პროვინცია. ს. ჯიქიას მიხედვით თორიაში მოსახლეობა 1847 წელს გადმოვიდა მეზობელი სოფლებიდან.

უკატეგორიო მუნიციპალიტეტი სოფლები ნასოფლარები ციხეები მთები ტბები მდინარეები ტაძრები ქალაქები