მამწვარა

ნათესაობითი ბრუნვა:

მამწვარის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Mamtsvara

Name / Имя / İsim / Անուն:

Mamtsvara/Mamtsvara/Մամծվարա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

მამწვარა, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სოფელი მდინარე თავფარავნის წყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ქართული სახელის გარდა იხმარება მისი ვარიანტები - მამზარა, მამზურა, ნამზარა, (ჯიქია 625). მამზვარა (სამცხე-ჯავახეთი, ცნობარი, 143). სოფელში დგას ქართული ეკლესია, სამწუხაროდ, სამხრეთის კედელზე ასომთავრული წარწერა ლითონის იარაღით არის წაშლილი. იკითხება რამდენიმე ასო. აღმოსავლეთის კედელზე სარკმლის თავზე, სავარაუდოდ ჩადგმულია ქვა, რომელზეც შეიძლება წავიკითხოთ ქარაგმიანი ორი ასო „წ“ და „ა“. ტაძარი გადაუხურავთ გვიან ძელებით და შეულესავთ. ინტერიერში სჭარბობს წვრილი ჯვრები. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია უძველესი სასაფლაო, რომელიც დღევანდელ მოსახლეობასაც გამოუყენებია და რამდენიმე ადამიანი არის დაკრძალული. სერგი ჯიქიას მიხედვით ისტორიულად უნდა არსებულიყო ორი მამწვარა (ჯიქია 1958, 336-338). მოსახლეობა ადასტურებს, რომ მათი წინაპრები ჯავახეთში მიგრაციამდე ცხოვრობდნენ არზრუმის პროვინციაში, სოფელ ერდაზურში.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი