ყაურმა

ნათესაობითი ბრუნვა:

ყაურმის

ლათინური ტრანსკრიფტი:

yaurma

Name / Имя / İsim / Անուն:

Qaurma/Kaurma/Ղաուրմա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ყაურმა, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ყაურმა ახალი სახელი ჩანს. გარკვეული ფონეტიკური პროცესების შედეგად არის მიღებული. ისტორიულად დასტურდება სოფლის სახელის სხვადასხვა ვარიანტი: ღორმექი, ღორმეკი, ღორმეგი, ღორმექე, ღორმეკე, ღორმეგე, ღორმაქე, ღორმაკე, ღორმაგე (ჯიქია 1958,330). ეს ვარიანტები დავთრის ოსმალური ტექსტის წაკითხვის შედეგად არის მიღებული, მე-19 საუკუნეში დასტურდება სხვა ფორმები: გორ მაკე, გორმაკე, გორი მაკე, გორმაკი. ს. ჯიქიას აზრით: „საბუთებში დადასტურებული გორმაკე(რუს) ფორმა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია, ამ სოფლის ასხელი ამ ადგილის რაიმე რელიეფური თავისებურების გამო ქართულა ღორმაკე ან შეიძლება კიდევ გორმაკე იყო“ (ჯიქია, 58, 330-331) არის აგრეთვე მოსაზრება, რომ სოფლის სოფლის ქართული სახელია „გორვაკე”.(სამცხე-ჯავახეთი, ცნობარი,247). სოფელ ყაურმის სახელთან არის დაკავშირებული ცნობილი ფაქტი, რომ აქ მეშვიდე საუკუნეში დაიფლა სამეფო განძი, რის გამოც ეწოდა მას ბერძნული სახელი ოქროს მთა ანუ ტონთიო., რადგან ბიზანტიის კეისრის ჰერაკლეს საქართველოში ლაშქრობასთან არის დაკავშირებული ამ განძის ამბავი (გვასალია ჯ. ქართული საბჭოტა ენციკლოპედია 1986,19.).ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლის სახელად ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი: ფონეტიკური პროცესებისა და გარკვეული სემანტიკური გადააზრების შედეგად მიღებული თანამედროვე სახელკი ყაურმა და მისი ისტორიული სახელი ტონთიო. ექსპედიციამ მხარს უჭერს აზრს, რომ არ უნდა ერქვას სოფელს სახელი ყაურმა (ღაურმა), რაც უკავშირდება არაბულ-თურქულ სამზარეულო ლექსიკას და ეწინააღმდეგება ტოპონიმიის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, რომ სახელი უნდა იყოს კეთილხმოვნად ჟღერადი და არ უნდა იყოს ხელოვნური. ამიტომ მხარს ვუჭერთ ისტორიული სახელის ტონთიოს აღდგენას. სოფელში შემორჩენილია XI საუკუნის ეკლესია წარწერებით და თავფარავნის წყალზე გადებული XIII-XIV საუკუნის ხიდი, რომელიც დღესაც გამოიყენება. მდინარე: ჯავახეთის მთავარ მდინარეს ტონთიოს მოსახლეობა უწოდებს თაფარვანას/ტაფარვანას და თაფარვაჩაის/ტაფარვანჩაის , რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მდინარის სახელი უნდა იყოს თავფარავნის წყალი.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი