სათხე

ნათესაობითი ბრუნვა:

სათხის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Satkhe

Name / Имя / İsim / Անուն:

Satkhe/Satkhe/Սաթխե

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

სოფელი სათხე, მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სათხე – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 1829 წელს აქ დასახლდნენ არზრუმიდან ჩამოსული სომხები, სოფელ სოგიუთლიდან, წალკიდან და ჯენიდან. სომეხთა ჩამოსახლება და ადგილობრივ მიუსლიმ ქართველთა გფადსახლება ხდებოდა ადმისტრაციული წესით, ამიტოიმ რუსეთმა იზრუნა ადგილების გათავისფლებაზე და ჩამოსახლებულ სომხებს სოფლები თავისუფალი დახვდათ (ლომსაძე 1975, 253). წასულებმა თან წაიღეს სოფლის და მუნიციპალიტეტის მთელი მიკროტოპონიმია. სოფელთა სახელები უცვლელი დარცა , რადგან მათ ჰქონდათ ტოპონიმის მთავარი, საორიენტაციო ფუნქცია და მიწების გადანაწილება ხდებოდა სწორედ მთავრი ორიენტირის სოფლის სახელის მიხედვით. ასევე ითარგმნა ან შეერქვა ახალი სახელები მთებს, მდინარეებს და სხვა. დადასტურებულია სოფლის სახელის ვარიანტები: სათხე, სატხე, სათხა, სატხა, საბხა, სადხა, სათღა (ბერიძე 2010, 48). სათხე ადგილის სახელად დასტურდება „ქვემო ქართლშიც, კაზრეთის ხეობაში, სადაც დგას მე-10 საუკუნის ძეგლი“ (ხარაძე 2000, 152). „როგორც ცანს სათხის სახელწოდება იმ ქართულ ტოპონიმთა ჯგუფში უნდა შედიოდეს, რომელიც გავრცელებულია ქვემო ქართლში - სამტრედო, კატავეთი, სახუნდარი (ნადირთ მოსავალი ადგილი - საბა ) და სხვ. (დოლიძე 1970, 4-14). სოფლის სახელი გამჭვირვალე სახელთა რიგს მიეკუთვნება, სა - ე აფიქსებით არის ნაწარმოები, ასევე გამჭვირვალეა მისი ფონეტიკური ვარიანტი სათხა, რომლიც სა-ა აფიქსებით იწარმოება. როგორც ჩანს, ეს ადგილი თხათა სიმრავლით გამოირჩეოდა. ამავე ტერიტორიაზეა სოფლის სახელი ბატკანა, რომელიც ზოონიმური წარმომავლობისა და თავის დროზე ამავე სათხის საბჭოში შედიოდა (ჯიქია, 329). სოფლის ტერიტორიაზეა მე-11 საუკუნის ქართული ეკლესია და ციკლოპური ციხის ნაგებობა, რომელსაც მტკვარ-არაქსის ეპოქით, ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულით ათარიღებენ. ქართულ ეკლესიას ჰქონდა მრავალი წარწერა (მე-11 - მე-13 საუკუნეების ათი წარწერა), რომლებიც, სამწუხაროდ, ვანდალურად იქნა განადგურებული. ქართულ ეკლესიაზე მიშენებულია სომხური ეკლესია, რის გამოც შელესილი იყო ქართული ეკლესიის სამხრეთის კედელი. შელესილი კედლის ჩამოშლამ გამოაჩინა 11-სტრიქონიანი წარწერა „გიორგი შაზელის ძესა და ძეთა მისთა შეუნდვენ ღმერთმან. დაიდვეს ორი დღე აღაპი, რომე რაჲცა ზედაშე და სეფისკუერი გამოვიდეს, ბარბარბარობაჲ და მეორედ მოსლვაჲ ამა საყდარსა შიგან მყოფმა ვერავინ დააკლოს წირვაი. ჩუენმან მომავალმან და ვინცა დააკლოს, კანონსამცა ქუეშე არს; ამენ(სილოგავა 2001, 131სათხის წარწერები...) სამწუხაროდ, სომხური ეკლესიის აივნის დამაგრებისას გაფუჭებულია წარწერის გვერდით მყოფი რელიეფის კუთხე. სოფლის შუაგულში გადის მდინარე ბუღდაშენის წყალი, რომლის ერთი ტოტი სათავეს იღებს ბუღდაშენის ტბის მიდამოებიდან, ხოლო მეორე - ხანჩალების მთებიდან, ისინი ეფრემოვკასა და გორელოვკას შორის ერთიანდებიან და ერთვის თავფარავნის წყალს მარცხნიდან.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი