დიდიარაკალი

ნათესაობითი ბრუნვა:

დიდიარაკალის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Didiarakali

Name / Имя / İsim / Անուն:

Didiarakali/Didiarakali/Դիդիարակալի

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

არაკალი, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

დასტურდება სოფლის სახელები რამდენიმე ვარინტი: ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფების მიხედვით ამ სოფელტა სახელი არის დიდი არაქალი და პატარა არაქალი (საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, 1966, 28; (საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, 1987ე, 18). დასტურდება სოფლის სახელები რამდენიმე ვარინტი: არაქალი (დიდი, პატარა), არაქალები, ირკან, ირგან, არაგალ//არაგეალ, არაკალ (ს. ჯიქქია, 58, 613). სოფლებში აქაურები გადმოსახლებული არიან ყარსი სოფელ უმუდიდან/ უმუთიდან. პირველად ისინი ცასახლდნენ სოფელ ხანდოში, ხოლო 1836 წელს, ხანდოდან გადმოვიდნენ არაკალში. 1878 წელს აშენდა სომხური ეკლესია . პსტარა არაკალის შესასვლელში, მდინარის მარჯვენა ნაპირზე ამაღლებულ ადგილზე აღუმართავთ სოფლის სახელად სომხურ ენაზე პატარა არაგეალი და შავი ჯვარი. ეს კეთდება იმის პასუხად, რომ სოფლის მისადგომებს არა აქვს სახელმწიფოს მიერ დადგმული ტრაფარეტები. არაკალელები თავფარავნის წყალს მოიხსენიებენ, როგორც თაფარვანა, ფარვანა, თაფარვანი, თაფარვანჩაი. მდინარე თაფარვანის წყლის მარჯვენა ნაპირზე არის პატარა არაკალი, ხოლო მარცხენაზე დიდი არაკალი. ბაბოიან მარტინ ხაჩატურის ძის თქმით სოფელტა ტერიტორიაზე სხვადასხვა სახისა და ეროვნების 10 სასაფლაოა, რაც ექსპედიციას გადაჭარბებულად ეჩვენება და ჩვენ მათი მოძიება გაგვიჭირდა. „ამ სოფლის ძველ ქართულ ეკლესიას ორი კედელიღა დარჩენია, ისიც მთლიანად შემოძარცვული. აქვე არის დიდი ქვაჯვარი წარწერით“ - ამ სიტყვების ავტორი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მოგზაურობდა ჯავახეთში და დააფიქსირა აღნიშნული ფაქტი. დღეისათვის აღარც ქართული ეკლესიაა და არარც ქვაჯვარი. სამაგიეროდ, ქართულ ეკლესიაზე დააშენეს სურფ სტეფანოსის სახელობის სომხური ეკლესია, რომლელშიც ძველი ქართული ეკლესიის ქვებიც არის ჩატანებული. სოფლის სახელტა შორის ჯერ კიდევ აკადემიკოსი სერგი ჯიქია უპირატესობას ანიჭებდა არაკას, როდესაც ის წერდა: „არქივის საბუთებში ამ სოფლების სახელად არაკალი გვხვდება... მასალების უქონლობის გამო საძნელოა ამ სახვადასხვა ეთნიურ წრეში გადაგვარებული სახელის პირველადი ქართული სახეობის დადგენა, შეიძლება პირობით არაკალი დავტოვოთ. („გ“ ასოთი ამ ძეგლში მკვეთრი „კ“ თანხმოვანია გადმოცემული, (ს. ჯიქია 339-340). როგორც ვხედავთ, ს. ჯიქია უპირატესობას ანიჭებს არაკალ ფორმას. ჩვენი აზრიტაც ეს უკანასკნელი უნდა იყოს სწორი. ამას მხარს უჭერს ამ სიტყვის არმნენიზებული ფორმა არაგალი, არაგიალი, სადაც „კ“ ბგერა გადმოცემულია „გ“-თი: ჯავახეთის სომეხთა მეტყველებაში მკვეთრი „კ“ „გ-დ“ გამოითქმის, მაგ.: კუმურდო, კარწახი, თოკი სომხურ გარემოში იქცა გუმბირდო, გარწახ, თოგ და ა. შ. არაკალს ასე განმარტავს საბა: „ვენაჴის ეტი“. „ეტი“ სიტყვაზე კი ისევ არაკალს უთითებს. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში საბასეულ განმარტებას დამატებული აქვს დ. ჩუბინაშვილის განმარტება:„განსხვლა“(ქეგლი, ტომი 8, 1964). თუ საბას განმარტებას დავეყრდნობით, „არაკალი“„ და „ეტი“ სინონიმებად უნდა მივიჩნიოთ. ქართულში „ეტს“ მრავალი მნიშვნელობა აქვს: 1. ვენახის ან ბაღის ნაწილი; 2. სარწყავად გაყვანილი კვალი; 3. მიჯნად გამოყენებული კვალი მამულში; 4. სარწყავად დაყოფილი მიწის ერთი ნაკვეთი( ბერიძე, 2008, გვ 123). არაკალები დიდი და პატარა, როგორც ზემოთ ითქვა, გაყოფილია ჯავახეთის უდიდესი მდინარით - თავფარავნის წყლით, რომელიც თავისი სამეურნეო, საყოფახცოვრებო და სხვა დანიშნულებით ყველაზე მნიშვნელოვანია აქაურ ტოპონიმიაში. სწორედ ამ მდინარით ირწყვებოდა და ირწყვება მიმდებარე ტერიტორიები, ამიტომ ეტის განმარტებებში წყალს, მორწყვას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირევს და სწორედს ეს შინაარსი დევს სოფელთა სახელში: ადგილი, რომელიც სხვადასხვა საშუალებით ირწყვის.

უკატეგორიო მუნიციპალიტეტი სოფლები ნასოფლარები ციხეები მთები ტბები მდინარეები ტაძრები ქალაქები