დიდიხანჯალი

ნათესაობითი ბრუნვა:

დიდიხანჯლის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Didikhanjali

Name / Имя / İsim / Անուն:

Didikhanjali/Dididkhancali/Դիդիխանջալի

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი დიდი ხანჩალი

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

დიდიხანჯალი, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდის სადაბო საკრებულოში, პატარახანჯალი მდებარეობს ხანჯლისტბის სამხრეთ-დასავლეთით, ამ მიდამოებში ხანჯლის სახელით გვხვდება სამი ობიექტი: ორი სოფელი და ერთი ტბა. სოფლები არის დიდიხანჯალი და პატარახანჯალი. ხანჯლისტბის შესახებ, რომელსაც დღეს ხანჩალის ტბა ჰქვია, ნათქვამია, რომ სახელი მომდინარეობს ტბის ფორმიდან. ს. ჯიქიას აზრით, „შესაძლებელია ამ ტბას მართლაც ქართულადაც ხანჯლისტბა ერქვა, რადგანაც ეს ტბა მოგრძოა და რამდენიმედ ხანჯალს წააგავს. ეს მით უფრო, რომ, როგორც ჩვენ უფრო გვიან შევნიშნეთ, ქართულშიც დასტურდება ხანჯალ-ხანჩალ ფორმები. ეს სახელი გვხვდება აგრეთვე ხანჯალოს ფორმითაც. 1835 წლის საბუთში ამ ტბას ხანდჯალი (რუს) დამახინჯებულ კონჩალთან (რუს) ერთად ჰქვია, აგრეთვე კინდჯალი (რუს) (ჯიქია, 353-354). ფონეტიკური ურთიერთობის გარდა ხანჩალსა და ხანჯალს შორის არსებობს ენობრივი საფუძველიც, კერძოდ, ხანჯალს თურქულად ჰქვია ხანჩერ (ჯიქია, 252), შეიძლება აგრეთვე გავლენა იქონია სიტყვამ ხანჩერიე, რომელიც არაბული ყაიდის ზედსართავი სახელია და ნიშნავს კინდჯალნი (353). ხანჩალის ტბას ხანჯალისტბად მოიხსენიებს აგრეთვე ნ. კეცხოველი. ასევე პატარა ხანჩალის ადგილმდებარეობის გასარკვევად ჯავახეთის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევის ავტორები მიუთითებენ ხანჯლისტბასთან, ხანჯლისტბის სამხრეთით. როგორც წესი, სოფლის სახელი გადადის ხოლმე ტბის სახელად და შესაბამისად შეერქმევა სახელი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა ჰიდრონიმთა ნომინაციისა. ამა თუ იმ ჰიდრონიმს სახელები შეიძლება შეერქვას მცენარეულობათა სახელებისგან, ხეთა ერთობლიობის აღმნიშვნელი სახელებისგან, ნიადაგისა და ფსკერის აღმნიშვნელი სახელებისგან, წყლის ფერის მიხედვით, ლანდშაფტის თავისებურებების გამო. საბოლოოდ კი ტოპონიმთა სახელდებისას გამოყოფენ სამ ჯგუფს: პირველი - გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით, მეორე - ობიექტის საკუთრების მიხედვით და მესამე - მიძღვნითი სახელები (ბერიძე, მესხეთის ტოპ, 2008, 167-170). ჰიდრონიმები შეიძლება სახელდებული იყოს ჰიდროობიექტების ფორმის, მოხაზულობის და სიდიდის მიხედვით (ბერიძე, მესხეთის..., 2008, 172) ეს საყოველთაოდ მიღებული ჰიდრონიმთა ტიპი სწორედ მიესადაგება ჩვენი ტბის ნომინაციას, რომ იგი ხანჯლის ფორმისაა. ტბა: ხანჯლისტბა და ხანჩერიეს ტბა. ხანჯლისტბის შესახებ, რომელსაც დღეს ხანჩალის ტბა ჰქვია, ნათქვამია, რომ სახელი მომდინარეობს ტბის ფორმიდან. ს. ჯიქიას აზრით, „შესაძლებელია ამ ტბას მართლაც ქართულადაც ხანჯლის ტბა ერქვა, რადგანაც ეს ტბა მოგრძოა და რამდენიმედ ხანჯალს წააგავს. ეს მით უფრო, რომ, როგორც ჩვენ უფრო გვიან შევნიშნეთ, ქართულშიც დასტურდება ხანჯალ-ხანჩალ ფორმები. ეს სახელი გვხვდება აგრეთვე ხანჯალოს ფორმითაც. 1835 წლის საბუთში ამ ტბას ხანდჯალი (რუს) დამახინჯებულ კონჩალტან (რუს) ერთად. ჰქვია მას აგრეთვე კინდჯალ (რუს) (ს. ჯიქია, 353-354). ფონეტიკური ურთიერთობის გარდა ხანჩალსა და ხანჯალს შორის არსებობს ენობრივი საფუძველიც. კერძოდ, ხანჯალს თურქულად ჰქვია ხანჩერ (ს.ჯიქია, 252), შეიძლება აგრეთვე გავლენა იქონია სიტყვამ ხანჩერიე, რომელიც არაბული ყაიდის ზედსართავი სახელია და ნიშნავს კინდჯალნი (353). ხანჩლის ტბას ხანჯალის ტბად მოიხსენიებს აგრეთვე ნ. კეცხოველი. ასევე პატარა ხანცალის ადგილმდებარეობის გასარკვევად ჯავახეთის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევის ავტორები მიუთითებენ ხანჯლის ტბასთან, ხანჯლის ტბის სამხრეთით. როგორც წესი, სოფლის სახელი გადადის ხოლმე ტბის სახელად და შესაბამისად შეერქმევა სახელი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა ჰიდრონიმთა ნომინაციისა. ამა თუ იმ ჰიდრონიმს სახელები შეიძლება შეერქვას მცენარეულობათა სახელებისგან, ხეთა ერთობლიობის აღმნიშვნელი სახელებისგან, ნიადაგისა და ფსკერის აღმნიშვნელი სახელებისგან, წყლის ფერის მიხედვით, ლანდშაფტის თავისებურებების გამო. საბოლოოდ კი ტოპონიმთა სახელდებისას გამოყოფენ სამ ჯგუფს: პირველი - გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით, მეორე - ობიექტის საკუთრების მიხედვით და მესამე - მიძღვნითი სახელები (მ. ბერიძე, მესხეთის ტოპ, 2008, 167; 170). ჰიდრონიმები სეიზლება სახეკდებული იყოს ჰიდროობიექტების ფორმის, მოხაზულობის და სიდიდის მიხედვით (მ. ბერიძე, მესხეთის..., 2008, 172) ეს საყოველთაოდ მიღებული ჰიდრონიმთა ტიპი სწორედ მიესადაგება ჩვენი ტბის ნომინაციას, რომ იგი ხანჯლის ფორმისაა. ექსპედიციამ დაადასტურა 1990-იან წლებში აგებული სომხური ეკლესია, დაშენებული ძველი ქართული ეკლესიის ბაზისზე. სოფლის სიახლოვეს ეკლესიის ნანგრევებია. ინფორმატორთა ცნობით სომხური მოსახლეობა სოფლებში მოსულია 1828-30-იან წლებში არზრუმიდან, ჰანძადან, მუშიდან. 1890 წ. ელიას მთა, როგორც მთა და წმინდა ადგილი, იგივე ჲელ დაღი - რაც ელიას მთას უნდა ნიშნავდეს (შახბაზიანი სამსონ, 1936 წ).

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი