პატარახანჯალი

ნათესაობითი ბრუნვა:

პატარახანჯლის

ლათინური ტრანსკრიფტი:

PataraKhanjali

Name / Имя / İsim / Անուն:

Patarakhanjali/Patarakhancali/Պատարախանջալի

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი პატარა ხანჩალი

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

პატარა ხანჯალი მდებარეობს ხანჯლის ტბის სამხრეთ-დასავლეთით, ამ მიდამოებში ხანჯლის სახელით გვხვდება სამი ობიექტი: ორი სოფელი და ერთი ტბა. სოფლები არის დიდი ხანჯალი და პატარა ხანჯალი. ხანჯლისტბის შესახებ, რომელსაც დღეს ხანჩალისტბა ჰქვია, ნათქვამია, რომ სახელი მომდინარეობს ტბის ფორმიდან. ს. ჯიქიას აზრით, „შესაძლებელია ამ ტბას მართლაც ქართულადაც ხანჯლისტბა ერქვა, რადგანაც ეს ტბა მოგრძოა და რამდენიმედ ხანჯალს წააგავს. ეს მით უფრო, რომ, როგორც ჩვენ უფრო გვიან შევნიშნეთ, ქართულშიც დასტურდება ხანჯალ-ხანჩალ ფორმები. ეს სახელი გვხვდება აგრეთვე ხანჯალოს ფორმითაც. 1835 წლის საბუთში ამ ტბას ხანდჯალი (რუს) დამახინჯებულ კონჩალთან (რუს) ერთად. ჰქვია მას აგრეთვე კინდჯალ (რუს) ( ჯიქია 1958, 353-354). ფონეტიკური ურთიერთობის გარდა ხანჩალსა და ხანჯალს შორის არსებობს ენობრივი საფუძველიც, კერძოდ, ხანჯალს თურქულად ჰქვია ხანჩერ (ჯიქია 1958, 252), შეიძლება აგრეთვე გავლენა იქონია სიტყვამ ხანჩერიე, რომელიც არაბული ყაიდის ზედსართავი სახელია და ნიშნავს კინდჯალნი (353). ხანჩლის ტბას ხანჯლისტბად მოიხსენიებს აგრეთვე ნ. კეცხოველი. ასევე პატარახანჯლის ადგილმდებარეობის გასარკვევად ჯავახეთის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევის ავტორები მიუთითებენ ხანჯლისტბასთან, ხანჯლისტბის სამხრეთით. როგორც წესი, სოფლის სახელი გადადის ხოლმე ტბის სახელად და შესაბამისად შეერქმევა სახელი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა ჰიდრონიმთა ნომინაციისა. ამა თუ იმ ჰიდრონიმს სახელები შეიძლება შეერქვას მცენარეულობათა სახელებისგან, ხეთა ერთობლიობის აღმნიშვნელი სახელებისგან, ნიადაგისა და ფსკერის აღმნიშვნელი სახელებისგან, წყლის ფერის მიხედვით, ლანდშაფტის თავისებურებების გამო. საბოლოოდ კი ტოპონიმთა სახელდებისას გამოყოფენ სამ ჯგუფს: პირველი - გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით, მეორე - ობიექტის საკუთრების მიხედვით და მესამე - მიძღვნითი სახელები (ბერიძე, მესხეთის ტოპ, 2008, 167-170). ჰიდრონიმები შეიძლებაა სახელდებული იყოს ჰიდროობიექტების ფორმის, მოხაზულობის და სიდიდის მიხედვით (ბერიძე 2008, 172) ეს საყოველთაოდ მიღებული ჰიდრონიმთა ტიპი სწორედ მიესადაგება ჩვენი ტბის ნომინაციას, რომ იგი ხანჯლის ფორმისაა. მნიშვნელოვანია, რომ პატარახანჯლის მცხოვრებნი სოფლის სახელს ხანჩალს ეტიმოლოგიურად უკავშირებენ ხანჯალს. ინფორმატორთა თქმით, პატარახანჯალში სომეხი მოსახლეობა მოსულია 1828 წ. არზრუმის სოფლებიდან: დინარიქუმიდან, მეღუშსა და ქოჩქიდან. სოფლის სომხური ეკლესია აშენებულია 1875 წელს და არის წმინდა აკოფის სახელობისა. სოფელში თურქეთის საზღვრიდან იწყება მრუდეწყალი, რომელსაც თურქული თარგმანით - აგრიჩაი - იცნობს სოფლის მოსახლეობა. მრუდეწყალი გაივლის სოფელს, უერთდება ხანჯლისტბას და მიდის თავფარავნისწყლისკენ, რომელსაც ერთვის მარცხენა ნაპირიდან. მრუდეწყალი ზუსტად გამოხატავს მდინარის კალაპოტის ფორმას. ხანჯლისტბიდან ვაკობზე მოდის მდინარე „მრუდედ“, როგორც არტაანისა და ჯავახეთის ვაკეებში.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი