საღამო

ნათესაობითი ბრუნვა:

საღამოს

ლათინური ტრანსკრიფტი:

Saghamo

Name / Имя / İsim / Անուն:

Saghamo/Sağamo/Սաղամո

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი საღამო

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სოფელ საღამოში ჯავახეთის სხვა სოფლებიდან, კერძოდ, არაკალიდან, ხანჯლიდან, განძანიდან გადმოსულა მოსახლეობა. ამ სოფლის სახელით მოიხსენიება აგრეთვე საღამოსტბა, რაც ჩვეულებრივი ამბავია. ისტორიულად საღამოსტბა დასტურდება დუმანის ბის სახელითაც, რადგან დუმანი ერქვა სოფელს ტბის მეორე მხარეს. ერთი და იმავე ტბის სხვადასხვა სოფლის მიხედვით სახელდება ჯავახეთში ჩვეულებრივი ამბავია. საღამოს ტბას ჰქონდა აგრეთვე თურქული სახელი დუმან-გოლი, რაც ქართული დუმანის ტბის პირდაპირი თარგმანია, ხოლო თურქულმა დუმან-გოლმა მოგვცა რუსული რუკების ტუმანგელი (ჯიქია, 1958, 341-342). სოფელში არის X-XIII საუკუნეების სამი ქართული ეკლესია 6 ქართული წარწერით (ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, 2012, გვ. 108-110). სოფელ საღამოში არის დედათა მონასტერი, რომელიც იონა წინასწარმეტყველის სახელობისაა.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი