სპასოვკა

ნათესაობითი ბრუნვა:

სპასოვკის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Spasovka

Name / Имя / İsim / Անուն:

Spasovka/Spasovka/Սպասովկա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი სპასოვკა

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სოფელი მდებარეობს ხანჯლის ტბის აღმოსავლეთით, მდინარე ბუღდაშენის მარცხენა მხარეს. სპასოვკა სოფლის რუსული სახელია, იგი გაჩნდა XIX საუკუნეში, როდესაც 1841 წელს დუხობორთა რელიგიური სექტის წარმომადგენლები გადმოასახლეს ტამბოვოს გუბერნიიდან. სოფელთა სახელდებიდან დღემდე მცირე ცვლილებები მოხდა სახელწოდებებში, „იყო ვლადიმირსკოე და გვაქვს ვლადიმიროვკა, გვქონდა სპასკაია (რუსული რუკით და სპასკოე ქართულად), გვაქვს სპასოვკა. მოხდა ერთგვარი უნიფიკაცია და ერთ ყალიბში მოექცა ყველა დაბოლოება -к(а) სუფიქსით. ასე რომ, მივიღეთ ჯავახეთის ოიკონიმთა შემდეგი რუსული სახელები: ტამბოვკა, როდიონოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, ბოგდანოვკა“ (ბერიძე 2008, 299). XX სუკუნის 90-იანი წლებიდან დუხობორების ძირითადი ნაწილი ჯავახეთს ტოვებს. დღეს სპასოვკაში 71 ქართული, 10 სომხური და 1 დუხობორის ოჯახია. სპასოვკაში ცხოვრობენ: ვანაძეები, მეკეიძეები, ნაკაიძეები, ბერიძეები, მასკალსკები, შავაძეები, წინწკალაძეები, დავითაძეები... მასკალსკები ჩამოასახლეს პოლონეთიდან 1935 წელს ჯერ თელავში, საიდანაც ნუგზარ მასკალსკის პაპა ანდრეი ჩამოდის სამცხეში და სახლდება სოფელ ჭობარეთში. ნუგზარ მასკალსკის მამამ მოიყვანა ერკოტელი ქალი გვარად ტივაძე ცოლად, ხოლო ნუგზარის ოჯახი 1990 წელს გადმოსახლდა სპასოვკაში. დუხობორთა დაცარიელებულ სოფლებში მოსახლეობის ჩამოსახლება ხდებოდა მერაბ კოსტავას ფონდის მეშვეობით. სპასოვკაში 2 სკოლაა - ერთი ქართული და ერთი სომხური.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი