ეფრემოვკა

ნათესაობითი ბრუნვა:

ეფრემოვკის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Epremovka

Name / Имя / İsim / Անուն:

Epremovka/Epremovka/Էփրեմովկա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი ეფრემოვკა, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ეფრემოვკა მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდ. ბუღდაშენის მარჯვენა მხარეს,1841 წელს ჩამოსახლდნენ დუხობორები, რასაც გვიდასტურებს სასაფლაოს ერთ-ერთი წარწერა: „Авъ 1841году переселены закавказъ кутаискои губернiи селенiе ефремовки их то сiю повесть чуствомть нидольженъ потерятъ сiе дъло“. XIX საუკუნეში რუსი სექტანტების აქ დასახლების შემდეგ წარმოიქმნა რუსეთის გუბერნიის ქალაქ ეფრემოვის პარალელური სახელი: „ეფრემოვკა" (ცნობარი, 2016, 92). ინფორმატორთა ცნობით, ეფრემოვკაში დუხობორთა 70 ოჯახი ცხოვრობდა. 90-იანი წლებიდან გადასულან ტულის ოლქში. სოფელში დარჩენილია დუხობორთა სამი ოჯახი. სოფელში ცხოვრობს ასპინძიდან გადმოსახლებული ორი ქართული ოჯახი - ბერიძეებისა და კენჭოშვილების. სომხური მოსახლეობა გადმოსულია მეზობელი სოფლებიდან - არაკალიდან, სათხიდან და ფოკანიდან.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი