გორელოვკა

ნათესაობითი ბრუნვა:

გორელოვკის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Gorelovka

Name / Имя / İsim / Անուն:

Gorelovka/Gorelovka/Գորելովկա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი გორელოვკა, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სოფელი გორელოვკა მდ. ბუღდაშენის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ისევე როგორც პუბლიკანს დუხობორებმა დაარქვეს ვლადიმიროვკა, ფარავანს - როდიონოვკა, ჭაჭკას - ტამბოვკა, „ბუღდაშენს დაარქვეს გორელოვკა“ (ბერძენიშვილი, 1964, 69). 1841 წელს დუხობორებმა გადმოიტანეს სოფლის სახელად გორელოე, რაც აღნიშნულია ობოლთა თავშესაფრის წარწერაში:„А въ 1841 году переселить Закавказъ Кутоискую ГУБЕРНİЮ селенiе Терпънiе Горълое и другiе“. როგორც წარწერიდან ჩანს, ახალმოსახლეებმა თან გადმოიტანეს რუსეთის გუბერნიის ქალაქის სახელი ისევე, როგორც გადმოიტანეს ტერპენიე, სპასკოე, ტამბოვი... განსხვავებით სომხური მოსახლეობისაგან, დუხობორებმა შექმნეს დუბლი სახელები იმ ადგილებისა, საიდანაც წამოვიდნენ. სოფლის სახელწოდებათა ძირითადი ნაწილი რუსული გვარებიდან მომდინარეობს: ვლადიმიროვ - ვლადიმიროვკა, ეფრემოვ - ეფრემოვკა, გორელოვ-გორელოვკა, ბოგდანოვ-ბოგდანოვკა, მაგრამ არის ზოგიერთი სახელი, რომელიც სხვა წარმომავლობისაა, მაგალითად: ტროიცკოე, სპასკოე, ტერპენიე და ა. შ. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ზოგიერთი სახელი შეიცვალა. მაგალითად: ტერპენიე იქცა ორლოვკად. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩამოსახლებულ დუხობორთა შორის არ იყო ის გვარები, კერძოდ: ორლოვი, ეფრემოვი, ვლადიმიროვი, ბოგდანოვი, გორელოვი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სახელთა მოტანას გადმოსახლებული ადგილებიდან. გვარებისა და სხვა წარმომავლობის ტოპონიმები ჯავახეთში საბოლოოდ გაერთიანდა - к(а) სუფიქსის საშუალებით. რაც შეეხება სოფლის ახლოს მდებარე მდინარე ბუღდაშენს, მისი სახელი ნასოფლარ ბუღდაშენის გამო არის შერქმეული. ბუღდაშენი კომპოზიტური სახელია. იგი გამჭვირვალე სახელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელშიც შენ ტერმინ-ფორმანტი დაერთვის ადამიანის საკუთარ სახელს. ბუღდა მეტსახელი უნდა იყოს. შენ-კომპონენტიანი ტოპონიმები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საკმაოდ ბევრია. ყველაზე პროდუქტულია იგი მსაზღვრელთან „ახალ“ - ახალშენი. დანარჩენ შემთხვევაში პირველ კომპონენტად ძირითადად ადამიანთა საკუთარი სახელი გვხვდება: ოთარ-ოთარაშენი, თამარ- თამარაშენი, ბეშთა - ბეშთაშენი. სამცხე-ჯავახეთში გვაქვს როგორც ახალშენები, ისე ადამიანის საკუთარ სახელს დამატებული შენ კომპონენტი: ბუღაშენი, მუკუზაშენი, მუხრაშენი, მინდაშენი, გოგაშენი, პეტაშენი, ფექრაშენი, ქორფაშენი, დიგაშენი. მათ შორისაა ბუღდაშენიც (ბერიძე, 2008, 260).

უკატეგორიო მუნიციპალიტეტი სოფლები ნასოფლარები ციხეები მთები ტბები მდინარეები ტაძრები ქალაქები