ნინოწმინდა

ნათესაობითი ბრუნვა:

ნინოწმინდის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Ninotsminda

Name / Имя / İsim / Անուն:

Ninotsminda/Ninotsminda/Նինոծմինդա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი ნინოწმინდა, ქალაქი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ცენტრი

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ცენტრია. ნინოწმინდამდე რაიონულ ცენტრს ერქვა ბოგდანოვკა. ბოგდანოვკას ნინოწმინდა ეწოდა 1991 წელს. ქართველთა განმანათლებელი წმ. ნინო საქართველოში ჯავახეთის მხრიდან შემოდის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე ფარავნის ტბასთან გადაეყრება მწყემსებს. სიმბოლურია, რომ წმ. ნინოს საპატივცემლოდ მუნიციპალიტეტის ცენტრს ეწოდა ნინოწმინდა. მისი ძველი სახელწოდება „ბოგდანოვკა” უკავშირდება XIX საუკუნეში რუსი სექტანტების დასახლებას. საარქივო მასალების მიხედვით 1842 წელს ახალქალაქის უბნის ბოგდანოვკის დასახლებაში დუხობორთა 13 კომლი ცხოვრობდა (სულ ბოგდანოვკაში 67 სული ცხოვრობდა (ფონდი 254, 68-71). 1841 წელს ჩამოსახლდნენ დუხობორები ჯავახეთში და 1842 წლის აღწერის დროს ფიქსირდება ბოგდანოვკა, როგორც დასახლებული პუნქტი. როგორც ჩანს, ბოგდანოვკა დუხობორების მიერ მოტანილი სახელია. ბოგდანოვკის გვერდით არსებობდა სოფელი ხოჯაბეგი. 1966 წლის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით ხოჯაბეგი ცალკე სოფელია. 1987 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, იგი ასევე ცალკე სოფელია, ხოლო 21-ე საუკუნის დოკუმენტებში ის უკვე შეერთებულია ნინოწმინდასთან. ხოჯაბეგის მისადგომებთან ნინოწმინდისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს ხელოვნური ტყის საფარის მოპირდაპირედ არის დაცემული ვაკე ადგილი, რომელსაც დედოფლეთი ჰქვია.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი