სამება

ნათესაობითი ბრუნვა:

სამების

ლათინური ტრანსკრიფტი:

Sameba

Name / Имя / İsim / Անուն:

Trinity / троица / üçlü

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი სამება, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სოფლის სახელად სამების დარქმევას გარკვეული საფუძველი ჰქონდა. ეს უკავშირდება პერიოდს, როდესაც სოფლიდან გადასახლდნენ დუხობორები. თავის დროზე ახალმოსახლე დუხობორებმა აღადგინეს ის ტრადიცია, რომელიც სოფლის სახელის ჩამოყალიბების დროს არსებობდა. „ტროიცკოე“, რომელიც სამებას უკავშირდება, დუხობორების მიერ დარქმეული და მოტანილი სახელია მცირე ფონეტიკური ცვლილებებით. ტამბოვოშო, საიდანაც გადმოსახლდნენ დუხობორები, ყოფილა სოფელი ტორიცკოე. ტორიცკოეს რომ ტროიცკოე მოეცა, ბგერათა მეტათეზისის გზით, შეუძლებელი არ ჩანს, მით უმეტეს, რომ ტროიცა დუხობორთა მნიშვნელოვანი დღესასწაულია და გადააზრების ფაქტორსაც ექნებოდა ადგილი. ამასთან ერთად ჯავახეთში არსებობდა სამების ტრადიცია, ამიტომ ტროიცა მისაღები სახელი აღმოჩნდა მაშინდელი საზოგადოებისათვის. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ბოლშევიკ-რევოლუციონერთა სახელების დარქმევა ადგილებისათვის წესად იყო ქცეული, მით უმეტეს, რომ სამების დღესასაწაული გულზე არავის ეხატებოდა, ამიტომ ტროიცკოეს ეწოდა კალინინო, ცნობილი რუსი რევოლუციონერის სახელი. მას შემდეგ, რაც დუხობორები დაბრუნდნენ იმ ადგილებში, საიდანაც იყვნენ გადმოსახლებული და სოფელში ჩასახლდნენ სომხები და ქართველები, სოფელს დაარქვეს თუ აღუდგინეს სახელი სამება. დღეისათვის სოფელში ცხოვრობს დუხობორების ერთი, ქართველების 10 და სომხების 10 ოჯახი.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი