უჯმანა

ნათესაობითი ბრუნვა:

უჯმანის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Ujmana

Name / Имя / İsim / Անուն:

Ujmana / Уджмана / Ucmana /Ուջմանա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

უჯმანა ტოპონიმთა ხუთტომეულში მოიხსენიება როგორც უჩმანა უჭმანა, უჯმანა. სოფელი ნინოწმნიდის რაიონში . ცენტრიდან 10 კმ-ის დაშორებით. 1895 წელს ჰყავდა 345 (40 ოჯახი), 1907 წელს 547 სომეხი მცხოვრები.

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სოფელი უჯმანა - აქ მცხოვრები სომხური მოსახლეობა მას დამახინჯებით უჩმანას უწოდებს. ამჟამად სოფელში სომხური მოსახლეობაა, რომელიც აქ მუშიდან (არზრუმის პროვინცია) მოსულა 1828 წელს. სოფლის მოსახლეობა 100 კომლამდეა. სოფელში კათოლიკე სომხები ცხოვრობენ. სოფელში სომხური სკოლაა, სადაც ქართულ ენას ასწავლიან როგორც ქართველები, ასევე ეთნიკური სომხები. სოფელი უჯმანა რუსულ სამხედრო რუკებზე Учмана ფორმით გვხვდება, რუსულ საბჭოთა რუკებზე Уджмана ფიქსირდება, უჯმანა გვაქვს ტურისტულ და საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ რუკებზე, უჩმანა - 1930 წლის ქართულ რუკაზე. უჩმანაა რეგისტრირებული მუნიციპალურ რეესტრში და შესაბამისად, საბაზისო რუკაზეც უჩმანა გვაქვს. ევროკავშირის სატელიტური ცენტრის ინგლისურ რუკაზე დატანილია - Ujmana. ს. ჯიქია სწორ ფორმად უჯმანას მიიჩნევს. დავთარში დაფიქსირებულ უჟმანას, ჯ თანხმოვნის სპირანტიზაციას უკავშირებს, ხოლო მისივე ჩანაწერებში ადგილობრივი (მიგრანტი) სომხების წარმოთქმით დაფიქსირებული უჭმანა არმენიზებულ ფორმად მიაჩნია. იმავე ჩანაწერებში დაფიქსირებული აქვს ადგილობრივი ქართველების წარმოთქმა - უჯმანა (ჯიქია 1958, 354). როგორც ჩანს, სწორედ ადგილობრივი (მიგრანტი) სომხების წარმოთქმით ჩაწერილი უჭმანას რუსული ტრანსლიტერაციაა Учмана, რომელიც ჯერ ქართულ რუკაზე დაფიქსირდა როგორც - უჩმანა, შემდეგ კი აღმოჩნდა მუნიციპალურ რეესტრში.

უკატეგორიო მუნიციპალიტეტი სოფლები ნასოფლარები ციხეები მთები ტბები მდინარეები ტაძრები ქალაქები