ხანჯლისტბა

ნათესაობითი ბრუნვა:

ხანჯლისტბის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Khanjlis tba

Name / Имя / İsim / Անուն:

Khanjlistba/Khanclistba/համեմատելով

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ხანჯალი ტბა მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1928 მეტრზე.

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ხანჯლისტბის შესხებ, რომელსაც დღეს ხანჩალის ტბა ჰქვია, ნათქვამია, რომ სახელი მომდინარეობს ტბის ფორმიდან. ს. ჯიქიას აზრით, „შესაძლებელია ამ ტბას მართლაც ქართულადაც ხანჯლის ტბა ერქვა, რადგანაც ეს ტბა მოგრძოა და რამდენიმედ ხანჯალს წააგავს. ეს მით უფრო, რომ, როგორც ჩვენ უფრო გვიან შევნიშნეთ, ქართულშიც დასტურდება ხანჯალ-ხანჩალ ფორმები. ეს სახელი გვხვდება აგრეთვე ხანჯალოს ფორმითაც. 1835 წლის საბუთში ამ ტბას ჰქვია ხანდჯალი (რუს) დამახინჯებულ კონჩალთან (რუს) ერთად. ჰქვია მას აგრეთვე კინდჯალ (რუს) (ჯიქია, 353-354). ფონეტიკური ურთიერთობის გარდა ხანჩალსა და ხანჯალს შორის არსებობს ენობრივი საფუძველიც, კერძოდ, ხანჯალს თურქულად ჰქვია ხანჩერ (ჯიქია, 252), შეიძლება აგრეთვე გავლენა იქონია სიტყვამ ხანჩერიე, რომელიც არაბული ყაიდის ზედსართავი სახელია და ნიშნავს კინდჯალნი (353). ხანჩლის ტბას ხანჯალისტბად მოიხსენიებს აგრეთვე ნ. კეცხოველი. ასევე პატარა ხანჩალის ადგილმდებარეობის გასარკვევად ჯავახეთის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევის ავტორები მიუთითებენ ხანჯლისტბას ხანჯლისტბის სამხრეთით. როგორც წესი, სოფლის სახელი გადადის ხოლმე ტბის სახელად და შესაბამისად შეერქმევა სახელი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა ჰიდრონიმთა ნომინაციისა. ამა თუ იმ ჰიდრონიმს სახელები შეიძლება შეერქვას მცენართა სახელებისგან, ხეთა ერთობლიობის აღმნიშვნელი სახელებისგან, ნიადაგისა და ფსკერის აღმნიშვნელი სახელებისგან, წყლის ფერის მიხედვით, ლანდშაფტის თავისებურებების გამო. საბოლოოდ კი ტოპონიმთა სახელდებისას გამოყოფენ სამ ჯგუფს: პირველი - გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით, მეორე - ობიექტის საკუთრების მიხედვით და მესამე - მიძღვნითი სახელები (ბერიძე, მესხეთის ტოპ, 2008, 167-170). ჰიდრონიმები შეიძლება სახელდებული იყოს ჰიდროობიექტების ფორმის, მოხაზულობის და სიდიდის მიხედვით (ბერიძე, მესხეთის... 2008, 172) ეს საყოველთაოდ მიღებული ჰიდრონიმთა ტიპი სწორედ მიესადაგება ჩვენი ტბის ნომინაციას, რომ იგი ხანჯლის ფორმისაა.

უკატეგორიო მუნიციპალიტეტი სოფლები ნასოფლარები ციხეები მთები ტბები მდინარეები ტაძრები ქალაქები