2023 წლის 10, 11 და 12 მაისს, DITECH Erasmus+ პროექტის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/DITECH) ფარგლებში სა,ცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტაფის მიერ ჩატარდა ტრენინგი ციფრულ საგანმანათლებლო ინსტრუმენტებზე. ტრენინგს ესწრებოდა როგორც სამცხე-ჯავახეთის, ასევე სხვა რეგიონის საჯარო სკოლის 55 პედაგოგი. პროექტის სტაფის წევრებმა (პროფ. თინა გელაშვილი (მენეჯერი), ასისტნტ-პროფ. ნინო ბერიძე, ხათუნა კვინცხაძე) დამსწრე პედაგოგებს გააცნეს ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმები და სოფტები.