სიახლეები ტექლაბში
ახალი იდეა ახალი რეალიზაცია.
კონტაქტი2025 წლის დასაწყისში ლაბი აპირებს დემო დღის ჩატარებას, სადაც სტუდენტები წარადგენენ თავიანთ იდეებს ჟიურის წინაშე.
2024 წლის 18 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ლაბმა“ „კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)-ის პირველი საგრანტო
(EPIIC (MES-CIF-1-22) პროექტის ფარგლებში უმასპინძლა რეგიონის მეწარმეებს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეების ქსელების იდენტიფიცირება და შექმნა. ამ პროექტის მეშვეობით, სჯსუ-ში, მეწარმეობის ლაბი აქტიურად განავითარებს მეწარმეთა
და ინოვატორების პროფესიონალურ ქსელებს, რაც საშუალებას მისცემს დაამყაროს პროფესიული/საქმიანი ურთიერთობები, რომელიც საბოლოოდ გადაიქცევა კომერციულ ურთიერთობებად და,
შესაბამისად, აქტიურ მდგრად ეკოსისტემად. ქსელების გაფართოება გაზრდის მათ მიერ პარტნიორების პოვნის შანსებს და, შესაბამისად, დამატებით შესაძლებლობებს, როგორც დამწყებ,
ისე კარგად განვითარებული მოთამაშეებისთვის.
ამ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია რეგიონული განვითარების მხარდაჭერა, რაც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს რეგიონულ ბიზნესებსა და კვალიფიციურ სტუდენტებს შორის თანამშრომლობას,
არამედ დაეხმარება შეამციროს უნდობლობა და სკეპტიციზმი, რომელსაც ხშირად ავლენენ რეგიონული ბიზნესები. გარდა ამისა, ეს აქტივობა თანხვედრაშია რეგიონული განვითარების სახელმწიფო ფოკუსთან.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ლაბის მიერ 2024 წლის 2 ივლისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება ტრენინგების სერია სტუდენტებთან.
ტრენინგები მიმდინარეობს კონკურენტული ინოვაციის ფონდის, CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ ფარგლებში.
ტრენინგები უძღვებიან ინოვაციებისა და მეწარმეობის ლაბის მენტორები: მერი სახამბერიძე, ნინო ხაზალაშვილი, მაია ზედგინიძე, ირაკლი ხაჩიძე და თეა თათენაშვილი.
სტუდენტების შერჩევა მოხდა კონკურსის წესით. შეირჩა 25 სტუდენტი.
სტუდენტები ასევე გაივლიან ტრენინგს ახალი აღჭურვილობის გამოყენებაში. გარდა ამისა, შეიქმნება და შეინახება სასწავლო მასალა ონლაინ პოდკასტის სახით.
თუ დაგაინტერესათ ჩვენი პროექტი ან გაგიჩნდათ კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ.
კონტაქტი