INTEGRITY-ის ფარგლებში ონლაინ კონსულტაციები მოეწყო სტუდენტებისთვის

2020 წლის 14 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, ERASMUS+ ინგსტიტუციური განვითარების პროექტის INTEGRITY-ის ფარგლებში ონლაინ კონსულტაციები მოეწყო სტუდენტებისთვის.

ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონალაინ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტ INTEGRITY-ის ფარგლებში დაგეგმილი იყო ტრენინგები და კონსულტაციები სტუდენტებისთვის. თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოხდა ფორმატის შეთავსება ონალინ რეჟიმთან.

კონსულტაციების თემა მოიცავდა სტუდენტების ინფორმირებას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების და დავალებებში პლაგიატისგან თავის არიდების შესახებ. ასევე, კონსულტაციებზე მოხდა სასწავლო მართვის სისტემაში (Moodle) დავალებების ატვირთვის გახსენება და ტურნიტინის როლის გააზრება პლაგიატისგან თავის არიდების საკითხში.