სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ
(MES-CIF-1-22)
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებულ პროექტს: „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ.“ პროექტის საერთაშორისო პარტნიორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისი (GWOIE)“, რომელიც ხელს შეუწყობს აშშ-ის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და მსოფლიო ექსპერტებთან თანამშრომლობას ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსების განვითარებაში.
პროექტის მიზანია:
- მონაწილე ქართულ უნივერსიტეტებში – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (SJSU) და კავკასიის უნივერსიტეტში (CU) ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარება საუნივერსიტეტო რესურსების გამოყენებით, სტრატეგიული მიზნების განახლებისა და დამსაქმებლებთან არსებული ქსელის განვითარების მეშვეობით
- შექმნას მყარი მატერიალური რესურსებისა და უნარების ბაზა მონაწილე უნივერსიტეტებში ინოვაციების და მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებისა და მდგრადობისთვის. ეს მიზანი ითვალისწინებს პროგრამაში მონაწილე ძირითადი პერსონალის ტრენინგებს, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრების დაარსებასა და განვითარებას (სჯსუ & CU). ასევე, სასწავლო გეგმების გაუმჯობესებას და ლექტორების ტრენინგს – ადამიანური რესურსების განვითარების კომპონენტი – და მდგრადი საგანმანათლებლო რესურსების შექმნას უწყვეტი გამოყენებისთვის.
პროექტის ძირითადი ამოცანებია:
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარება;
- აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დაარსება;
- აქსელერაციის პროგრამის შემუშავება;
- მესამე მისიის სტრატეგიის შემუშავება და გაძლიერება;
- ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრების ინფრასტრუქტურის მოდერნიზება;
- ბიზნესებსა და უნივერსიტეტებს შორის არსებული ქსელის გაუმჯობესება;
- შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება, ინკლუზიური გარემოს შექმნა შესაბამისი დამსაქმებლების ჩართულობით;
- ინოვაციური ბანაკის ორგანიზება სტუდენტებისთვის.
პროექტ „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“
კოორდინატორი უნივერსიტეტი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პარტნიორი ორგანიზაციები: