ვაკანსიები/კონკურსის შედეგები

  1. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე  გამოცხადებული კონკურსის შედეგები (იხილეთ აკადემიური საბჭოს N11 დადგენილება ):

    ა) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, დარგები:

      ქართული ენა – 1 საშტატო ერთეული პროფესორი – მაკა ბერიძე

                                  2  საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე: – ნათელა    

                                      მელიქიძე, ლამზირა კობაიძე

    – ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (ქ. ახალქალაქი) – მაყვალა დავითაძე

    – ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – დალი ბეთხოშვილი

    – უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ვახტანგ ინაური

    – საქართველოს ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე- ვასილ მოსიაშვილი

    – მსოფლიო ისტორია (შუა საუკუნეები) -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ცირა მესხიშვილი

    – საქართველოს ისტორია, არქეოლოგია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – თამარ მათიაშვილი

    – ინგლისური ფილოლოგია – 1 საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე  – გულნარა ჯანოვა;

     1 საშტატო ერთეული ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე – თამარ გელაშვილი

    განათლების მიმართულებით:

    – მასწავლებლის განათლება 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ნატო ყრუაშვილი

    – სწავლების მეთოდიკა 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – როლანდ ქურდაძე

    სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით: ფსიქოლოგია 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – გულიკო ბექაური

    ბ) ბინესის ადმინისტრირების ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

    ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, დარგი ფინანსები – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე- კობა სანდროშვილი.

    სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, დარგი ეკონომიკა – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ლევან სააკაძე

    გ) ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:  დარგი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები

     1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ლელა წითაშვილი

     1 საშტატო ერთეული ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე – ნინო ბერიძე

    დ) იურიდიული ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

     მიმართულებები:

    -საჯარო სამართალი 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე -დავით ხობელია

    – კერძო სამართალი 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ბაკურ ლილუაშვილი

    – სისხლის სამართალი 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ნუგზარ თევდორაძე

  1. ცხადდება კონკურსი სსიპ სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის:

ა) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, დარგები:

– ქართული ენა – 1 საშტატო ერთეული პროფესორის და 2  საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (ქ. ახალქალაქი);

– ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

 უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– საქართველოს ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– მსოფლიო ისტორია (შუა საუკუნეები) -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– საქართველოს ისტორია, არქეოლოგია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– ინგლისური ფილოლოგია – 1 საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე და 1 საშტატო ერთეული ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე;

განათლების მიმართულებით:

– მასწავლებლის განათლება -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– სწავლების მეთოდიკა – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით:

–  ფსიქოლოგია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

ბ) ბინესის ადმინისტრირების ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

– დარგი ფინანსები – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე სოციალური მეცნიერებების მიმართულებით,

– დარგი ეკონომიკა – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

გ) ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

დარგი ფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე და 1 საშტატო ერთეული ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე.

დ) იურიდიული ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე: მიმართულებები:

– საჯარო სამართალი -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

–  კერძო სამართალი 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– სისხლის სამართალი -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

  1.  კონკურსი გამოცხადა 2020 წლის 23 დეკემბერს, საბუთების მიღების ვადა განისაზღვრა 2021 წლის  25 იანვრიდან 2021 წლის 05 თებერვლის ჩათვლით.
  2. კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საკონკურსო-საფაკულტეტო კომისიების გადაწყვეტილებით. კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 9 მარტს, შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს.

  

კონკურსში მონაწილეობის  მსურველმა ქვემოთ მითითებული საკონკურსო მასალა უნდა გადააგზავნოს ფოსტაზე: [email protected]

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება, CV  და კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული) აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი), სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ.

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

გ) დისერტაციის (საკანდიდატო/სადოქტორო სადისერტაციო მაცნე /ავტორეფერატი);

დ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით;

 ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების და სამეცნიერო პრეზენტაციების (კონფერენციებზე, სიმპოზიუმზე, სემინარზე და ა. შ.) ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით);

ვ) იმ დისციპლინების ჩამონათვალი, რომელსაც კონკურსანტი ბოლო 5 წლის განმავლობაში კითხულობდა აკრედიტებულ უსდ-ში (დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით);

ზ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, ხოლო ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამოტივაციო წერილი;

თ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სილაბუსები ანკეტაში მითითებულ ყველა საგანში;

ი) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

კ) ორი ფოტოსურათი;

ლ) ყველა მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რომელიც მითითებულია კონკურსანტის შრომების ჩამონათვალში (ბოლო 6 წლის განმავლობაში).

მ)  ერთი ნაშრომის ელექტრონული ვერსია  (პლაგიატის კომისიაზე წარსადგენად)

ნ) აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში წარმოადგინოს სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ (რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია, მათ შორის, მოხსნილი ან/და გაქარწყლებული ნასამართლობის შესახებ). ასევე ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ

იხ. საკონკურსო პირობები  და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

 

კონკურსში გამარვებულ კანდიდატთან დაიდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (პროფესორთან -5 წლის ვადით; ასოცირებულ პროფესორთან -4 წლის ვადით; ასისტენტ პროფესორთან -3 წლის ვადით).

 

                ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტში დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს  უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;

ბ) დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების ( სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;

ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;

ზ) ისარგებლოს ერთსაათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, (რომელიც განისაზღვრება პედაგოგიური დატვირთვების შესაბამისად დღის სხვასადხვა მონაკვეთში);

თ) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებით;

ი) ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით 48 სამუშაო დღით, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით (სულ მცირე 15 კალენდარული დღით);

კ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი სამეცნიერო  შვებულებით (აკადემიური შვებულება) ერთი აკადემიური კალენდრით დადგენილი სემესტრის ვადით;

ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისათვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

 

                აკადემიური პერსონალის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:

ა) მონაწილეობის მიღება სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;

ბ)  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი ნაშრომების ხელმძღვანელობა;

გ) ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებული სასემინარო და კვლევით სამუშაოების ხელმძღვანელობა.

 

              აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით უნივერსიტეტში იმყოფებოდეს კვირაში არანაკლებ 3 სამუშაო დღით;

გ)შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებით, მართვის ორგანოების დადგენილებებით/გადაწყვეტილებებით და წინამდებრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

დ) პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით/აკადემიური  პერსონალის დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სამუშაო;

ე)მისცეს სტუდენტს ხარისხიანი განათლება;

ვ) უხელმძღვანელოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი ნაშრომებს;

ზ) უხელმძღვანელოს ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხოციელებულ სასემინარო და კვლევით სამუშაოებს;

თ) იყოს პასუხისმგებელი კონკრეტული სასწავლო და კვლევითი პროგრამის განხორციელების ხარისხზე;

ი) სასწავლო პროცესში გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები;

კ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;

ლ)  სამეცნიერო  შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;

მ) ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო;

ნ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.

ო) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

 

შრომის ანაზღაურება დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს: პროფესორის – 1320 ლარს; ასოცირებული პროფესორის – 1100 ლარს; ასისტენტ პროფესორის – 770 ლარს .

 საკონტაქტო ინფორმაცია:  577 98 77 80 (გიული ზედგინიძე) 555 93 27 31 (ნანა ხითარიშვილი)

ცხადდება კონკურსი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ ინტეგრირებული ზოგადი მოდულების განმახორციელებელ პროფესიული განათლების მასწავლებლებლად მოწვევისათვის შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:

 

ა) მოდული კომუნიკაცია ქართულ ენაზე – ვაკანტური ადგილი 2

პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია;

 

ბ) მოდული მოქალაქეობა – ვაკანტური ადგილი 1

პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე საგნების – „ისტორია“ და „სამოქალაქო განათლება“ –  სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კვალიფიკაცია (თუკი საგნობრივი გამოცდა მხოლოდ ისტორიაშია ჩაბარებული, სავალდებულოა გადამზადება სამოქალაქო განათლებაში);
  • ბაკალავრი სპეციალობით „ისტორია“ (მასწავლებლობის უფლებით – გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს) და გადამზადების კურსი სამოქალაქო განათლებაში;
  • მაგისტრი სპეციალობით „ისტორია“ (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • ისტორიის/სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

 

გ) მოდული მეწარმეობა – ვაკანტური ადგილი 2

პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე საგნის „გეოგრაფია“ სწავლების სამწლიანი გამოცდილება; 
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია (მოთხოვნილი იქნება გადამზადება სამოქალაქო განათლებაში);
  • ბაკალავრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/საზოგადოებრივი გეოგრაფია (მასწავლებლობის უფლებით -გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი და სამოქალაქო განათლებაში გადამზადების კურსი;  სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება   სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/საზოგადოებრივი გეოგრაფია  (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

 

დ) მოდული მათემატიკური წიგნიერება – ვაკანტური ადგილი 1

 პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით მათემატიკა (მასწავლებლობის უფლებით – გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრანტი სპეციალობით „მათემატიკა“ (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).

ე) მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები  ოთხ კომპონენტს აერთიანებს (ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია).

1. მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები, ფიზიკის კომპონენტი – 2 ვაკანსია

 მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • სკოლაში საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე ფიზიკის   სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ფიზიკის   მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით ფიზიკა გეოგრაფია (მასწავლებლობის უფლებით – გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/ პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრი სპეციალობით ფიზიკა   (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • ფიზიკის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება), ან ექიმი/მედიცინის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება).

2. მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები, ბიოლოგიის კომპონენტი – 1 ვაკანსია

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • სკოლაში საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე   ბიოლოგიის   სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული   ბიოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით  ბიოლოგია   (მასწავლებლობის უფლებით – გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/ პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრი სპეციალობით  ბიოლოგია   (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  •  ბიოლოგიის  დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება), ან ექიმი/მედიცინის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება).

3.   მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები, ქიმიის კომპონენტი – 2 ვაკანსია

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • სკოლაში საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე  ქიმიის   სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული   ქიმიის   მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით  ქიმია   (მასწავლებლობის უფლებით – გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/ პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრი სპეციალობით  ქიმია   (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  •  ქიმიის  დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება), ან ექიმი/მედიცინის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება).
  • მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები, გეოგრაფიის კომპონენტი – 1  ვაკანსია

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • სკოლაში საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე გეოგრაფიის სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული  გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით გეოგრაფია (მასწავლებლობის უფლებით – გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/ პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრი სპეციალობით  გეოგრაფია (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  •  გეოგრაფიის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება), ან ექიმი/მედიცინის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება).

  შენიშვნა: პრიორიტეტი მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც მოდულის ფარგლებში ორი ან მეტი საგნის სწავლების კვალიფიკაცია აქვს.

პროფესიული განათლების მასწავლებლის ფუნქციები:

– ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლება მისი მიზნების შესაბამისად;

– პროფესიული სტუდენტის ხარისხიანი სწავლება და შეფასება, მოდულით გათვალისწინებული მოთხოვნების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

– პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების/კომპეტენციების ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სწავლება და შეფასება;

– საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება;

– პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა;  საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებში მონაწილეობა;

– მოქმედი კანონმდებლობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, პროფესიული სტანდარტებით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: დოკუმენტების გადარჩევა და გასაუბრება. მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტს გასაუბრების დროს მოეთხოვება წარმოადგინოს ინტეგრირებული მოდულის განხორციელების მისეული ხედვა.  გასაუბრების თარიღი მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტს ეცნობება ინდივიდუალურად.

 სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივრსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 1 საკონტაქტო საათზე  15 ლარის ოდენობით .

 კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება უნივერსიტეტის სახელზე;

ბ) cv  ;

გ) ფოტოსურათი 3×4;

დ) უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისი წესით დამოწმებულ ასლი;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

ვ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (წარმოდგენილი უნდა იქნეს გასაუბრების შემდეგ);

საბუთების მიღება წარმოებს 2020 წლის 18 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით, (შაბათ-კვირის ჩათვლით). საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ისე ელექტრონული ფორმით. მატერიალურად საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის 113, მეორე სართული, ოთახი 210,  10-საათიდან – 18 საათამდე; ელექტრონული ფორმით საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია მისამართზე [email protected]. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 555 93 27 31  (ნანა ხითარიშვილი).

  1. სსიპ  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, დარგი / ქვედარგი – ქართული ენა) ვაკანტური   თანამდებობის  დასაკავებლად  შესარჩევ კონკურსში   საკონკურსო  კომისიის  კენჭისყრის შედეგების საფუძველზე  გამარჯვებულია მარიამ ბალასანიანი-გოგნაძე.
  2. სსიპ  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, დარგი / ქვედარგი – საბუღალტრო აღრიცხვა) ვაკანტური   თანამდებობის  დასაკავებლად  შესარჩევ კონკურსში   საკონკურსო  კომისიის  კენჭისყრის შედეგების საფუძველზე  გამარჯვებულია ლაშა ჩიბურდანიძე.

ცხადდება კონკურსი:

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

 

მიმართულებადარგი/ქვედარგიაკადემიური თანამდებობასაშტატო ერთეულის რაოდენოაბა
ბიზნესის ადმინისტრირებასაბუღალტრო აღრიცხვაასოცირებული პროფესორი

1

 

 

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

მიმართულებადარგი/ქვედარგიაკადემიური თანამდებობასაშტატო ერთეულის რაოდენოაბა
ჰუმანიტარულ მეცნიერებათაქართული ენაასისტენტ პროფესორი

1

 

 

საბუთების მიღების ვადა განისაზღვრა  2020 წლის 13 იანვრიდან – 27 იანვრამდე.

კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 4 მარტს, შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს.

ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 1100 (ათასასი) ლარით.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 770 (შვიდასსამოცდაათი) ლარით.

იხ. საკონკურსო პირობები  და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი, CV-ის ფორმაგანცხადების ფორმა   და კონკურსანტის ანკეტა.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს სსიპ სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში

მისამართზე:  ქ. ახალციხე, რუსთაველის    ქ. #113,  ოთახი #210.

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 98 77 80 (გიული ზედგინიძე), 577 93 27 31 (ნანა ხითარიშვილი)

  • ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგები; 

იხილეთ შემაჯამებელი ოქმი.

 

  • ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის არჩევნების შედეგები; 

იხილეთ შემაჯამებელი ოქმი

2019 წლის 14 ივნისს  ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვაკანტური  აკადემიური  თანამდებობების  დასაკავებლად  ჩატარებულ   კონკურსში, კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, შესარჩევი  საკონკურსო  კომისიის გადაწყვეტილებით  გამარჯვებულები არიან:

1.დავით გოდერძიშვილი ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული) ;

2.თეა ოშხერელი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„ არაგადამდები დაავადებები“ – ერთი საშტატო ერთეული) ;

3.თემურ პაპუაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„ არაგადამდები დაავადებები“ – ერთი საშტატო ერთეული) ;

4.დემნა ხელაია ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „ცხოველური სურსათის ჰიგიენა და ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზა“ – ერთი საშტატო ერთეული);

5.თენგიზ ყურაშვილი ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „ინფექციური პათოლოგია და პრევენციული მედიცინა“ – ერთი საშტატო ერთეული);

6.მერაბ ნათიძე ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული);

7.ნინო მილაშვილი ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული);

8.ლალი მანჯავიძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„ არაგადამდები დაავადებები“ – ერთი საშტატო ერთეული);

9.თეიმურაზ არეშიძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„სავეტერინარო ინსტიტუციური სისტემა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ – ერთი საშტატო ერთეული) ;

10.ზურაბ მაკარაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული) ;

11.ლევან მაკარაძე (პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი –

 „ სავეტერინარო  პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია“ – ერთი  საშტატო ერთეული).

იხილეთ  არჩევნების შემაჯამებელი ოქმი

ცხადდება სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები:

  1. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 15 აპრილის N14/01 დადგენილებით უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა არჩევნები (შემდგომში – არჩევნები).
  2. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 31 მაისს და დასრულდება 2019 წლის 17 ივნისს.
  3. არჩევნები ჩატარდება 2019 წლის 17 ივლისს.
  4. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

ე) სამოქმედო გეგმა.

  1. ბიზნესის ადმინისტრირების დეკანად შეიძლება აირჩეს იმავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
  2. ბიზნესის ადმინისტრირების საბჭო ფაკულტეტის დეკანს ფარული კენჭისყრით ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთიდაიგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
  3. დეკანის კომპეტენცია:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;

ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის;

ზ) წელიწადში ორჯერ აკადემიურ საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს;

თ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

  1. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.
  1. არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.

 

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 599 61 16 81 – საარჩევნო კომისიის მდივანი, ლამზირა კობაიძე.

ცხადდება კონკურსი  სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.

კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 10 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში. (განცხადება იწერება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე).

კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერუმებს:

ა) ფლობდეს სამეცნიერო ხარისხს;

ბ) გააჩნდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

გ) გააჩნდეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობა;

ბ) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

გ)  CV ;

დ) სამოტივაციო წერილი.

 

ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1.პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 

2.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ოთხი  წლის ვადით  შეიძლება  აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის  გამოცდილება.

3.კონკურსი ცხადდება 2019 წლის 28 მარტს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 29 აპრილიდან 14 მაისამდე. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 14 ივნისს.

4. პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1200 (ათასორასი) ლარით. ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით. იხ. საკონკურსო პირობები  და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი, CV-ის ფორმაგანცხადების ფორმა   და კონკურსანტის ანკეტა.

5. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს სსიპ სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში

 მისამართზე:  ქ. ახალციხე, რუსთაველის    ქ. #113,  ოთახი #210.

 საკონტაქტო ინფორმაცია: 577 98 77 80 (გიული ზედგინიძე), 577 93 27 31 (ნანა ხითარიშვილი)

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი