აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ცხადდება კონკურსი

  1. ცხადდება კონკურსი სსიპ სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის:

ა) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, დარგები:

ქართული ენა – 1 საშტატო ერთეული პროფესორის და 2  საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (ქ. ახალქალაქი);

ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

საქართველოს ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

მსოფლიო ისტორია (შუა საუკუნეები) -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

საქართველოს ისტორია, არქეოლოგია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

ინგლისური ფილოლოგია – 1 საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე და 1 საშტატო ერთეული ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე;

განათლების მიმართულებით:

მასწავლებლის განათლება -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– სწავლების მეთოდიკა – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით:

 ფსიქოლოგია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

ბ) ბინესის ადმინისტრირების ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

დარგი ფინანსები – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე სოციალური მეცნიერებების მიმართულებით,

დარგი ეკონომიკა – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

გ) ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

დარგი ფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე და 1 საშტატო ერთეული ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე.

დ) იურიდიული ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე: მიმართულებები:

– საჯარო სამართალი -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

–  კერძო სამართალი 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

სისხლის სამართალი -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

  1.  კონკურსი გამოცხადა 2020 წლის 23 დეკემბერს, საბუთების მიღების ვადა განისაზღვრა 2021 წლის  25 იანვრიდან 2021 წლის 05 თებერვლის ჩათვლით.
  2. კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საკონკურსო-საფაკულტეტო კომისიების გადაწყვეტილებით. კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 9 მარტს, შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს.

  

კონკურსში მონაწილეობის  მსურველმა ქვემოთ მითითებული საკონკურსო მასალა უნდა გადააგზავნოს ფოსტაზე: [email protected]

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება, CV  და კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული) აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი), სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ.

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

გ) დისერტაციის (საკანდიდატო/სადოქტორო სადისერტაციო მაცნე /ავტორეფერატი);

დ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით;

 ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების და სამეცნიერო პრეზენტაციების (კონფერენციებზე, სიმპოზიუმზე, სემინარზე და ა. შ.) ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით);

ვ) იმ დისციპლინების ჩამონათვალი, რომელსაც კონკურსანტი ბოლო 5 წლის განმავლობაში კითხულობდა აკრედიტებულ უსდ-ში (დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით);

ზ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, ხოლო ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამოტივაციო წერილი;

თ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სილაბუსები ანკეტაში მითითებულ ყველა საგანში;

ი) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

კ) ორი ფოტოსურათი;

ლ) ყველა მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რომელიც მითითებულია კონკურსანტის შრომების ჩამონათვალში (ბოლო 6 წლის განმავლობაში).

მ)  ერთი ნაშრომის ელექტრონული ვერსია  (პლაგიატის კომისიაზე წარსადგენად)

ნ) აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ

იხ. საკონკურსო პირობები  და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

 საკონტაქტო ინფორმაცია:  577 98 77 80 (გიული ზედგინიძე) 555 93 27 31 (ნანა ხითარიშვილი)