პრეზენტაციები VETPRO-ს ფარგლებში

🔹 26 სექტემბერს  Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) მიერ დაფინანსებული პროექტის _  „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში  ვეტერინარიის ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, პროექტის ფარგლებში ესტონეთსა და ლატვიაში ვიზიტით მყოფმა პირებმა, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე პრეზენტაციები გამართეს.

🔹 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს 12-16 სექტემბერს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი  მაკა ბერიძე, ასევე, პროფესორები _  ლევან მაკარაძე და ნინო მილაშვილი სტუმრობდნენ. ხოლო, 5 – 9 სექტემბერს სამუშაო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მენეჯერმა, საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა სპეციალისტმა გურანდა მოდებაძემ და პროფესორმა, პროექტის მკვლევარმა  ნინო მილაშვილმა.

🔹 ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ გახსნა. ქალბატონმა მაკამ ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ვეტერინარიის პროგრამის შესახებ დეტალურად მოახსენა დამსწრე საზოგადოებას.

🔹  პროექტის მონაწილეებმა _  პროექტის მენეჯერმა, საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა სპეციალისტმა გურანდა მოდებაძემ,   პროფესორებმა   ლევან მაკარაძემ და ნინო მილაშვილმა,  ვიზიტის დროს გაცნობილი სიახლეების შესახებ ისაუბრეს.

🔹 აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) მიერ დაფინანსებული პროექტის _  „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში  ვეტერინარიის ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში მონაწილე პარტნიორი _ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ონლაინ რეჟიმში  ესწრებოდნენ.

🔹 ღონისძიებას პროექტის მონაწელეები, რექტორატისა და  ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები,  სტუდენტური თვითმმართველობის  წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.