პროექტის შესახებ
პარტნიორები
ღონისძიებები
რესურსები
სიახლეები
პროექტის შესახებ
Project title: Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities (ETHICS)
კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა-კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)
კოორდინატორი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
ქეთევან დარახველიძე
პროგრამის გამოცხადება: ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND-3
პროექტის ნომერი: 101082546
პროექტის ხანგრძლივობა: 48 თვე (2023 წლის 1-ლი თებერვლიდან 2027 წლის 31 იანვრამდე)
პროექტის მენეჯერი: პროფ. თინა გელაშვილი
პროექტის მიზანი:
.მაღალკვალიფიციურ კვლევებსა და მოწინავე აკადემიურ მიდგომებზე ორიენტირებული პრაქტიკის დანერგვით სისტემურად გააუმჯობესოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევითი საქმიანობა.
ამოცანები:
- კვლევის ეთიკის, კვლევის სანდოობისა და კვლევის კეთილსინდისიერების მექანიზმების დანერგვა;
- მკვლევრების საქმიანობაში, მაღალი დონის სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების სააკრედიტაციო სტანდარტებში კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვის კონცეფციის გაძლიერება, რაც მიზნად ისახავს არაორიგინალური აკადემიური ნაშრომების პრევენციას და ავთენტური კვლევითი პრაქტიკის ხელშეწყობას ქართულ უნივერსიტეტებში.
- კვლევის სანდოობისა და კეთილსინდისიერი კვლევის პრაქტიკის ფორმალური დანერგვა და ზემოხსენებულ პრინციპებზე დამყარებული კულტურის გაძლიერება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ უფრო მაღალი სანდოობის მქონე კვლევითი პროექტების შემუშავებას, განსაკუთრებით Horizon Europe-ის და ევროპული კვლევის საბჭოს მიერ გამოცხადებული პროგრამების ფარგლებში.
კონკრეტული ამოცანები:
- სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის პოლიტიკის გადახედვა და სტანდარტების ცვლილება/აკრედიტაციის ექსპერტების უნარ-ჩვევების გაძლიერება/ციფრული სასწავლო კურსის შემუშავება;
- კეთილსინდისიერი კვლევის მოდულის დანერგვა (MOOC);
- მკვლევრების და კვლევის მხარდამჭერი [კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებელი] პერსონალის მომზადება;
- საუნივერსიტეტო კვლევის კეთილსინდისიერების პოლიტიკა, ეთიკა და რესურსები;
- .კვლევის კეთილსინდისიერების, ეთიკის და მართვის საბჭო;
- მკვლევრებისთვის/დოქტორანტებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნისთვის საჭირო აკადემიური მხარდაჭერისა და კეთილსინდისიერი კვლევის სერვისები;
- პასუხისმგებლობიანი სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება
აქტივობები
- პოლიტიკის შეცვლა და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება;
- კვლევის კეთილსინდისიერების მოდულის(MOOC) შექმნა;
- მკვლევართა და კვლევის მხარდაჭერის [INTEGRITY] ოფიცრების ტრენინგი;
- უნივერსიტეტის კვლევის კეთილსინდისიერების, პოლიტიკის, ეთიკისა და რესურსების შემუშავება;
- კვლევის კეთილსინდისიერების ეთიკის საბჭო;
- მკვლევართა მხარდამჭერი გარემოს განვითარებისთვის აკადემიური მხარდაჭერისა და კვლევის კეთილსინდისიერების სერვისები; პასუხისმგებლიანი სამეცნიერო კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში
ETHICS-Erasmus+ პროექტის ფარგლებში 1-ლი შეხვედრა
მიმდინარ წლის პირველ მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (კოორდინატორი უნივერსიტეტი) გაიმართა პროექტის, “კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა-კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (ETHICS)” 1-ლი ეროვნული შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა ათი პარტნიორი, ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ილიაუნის რექტორი, პროფ. ნინო დობორჯგინიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე (თამარ მახარაშვილი), უგ დეპარტამენტის ხელმძღვანელი (მაია შიხოშვილი), განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე (ლაშა მარღიშვილი), რუსთაველის ეროვნული ფონდის დირექტორი (ერეკლე ასტახიშვილი), რომლებმაც დიდი იმედი და მხარდაჭერა გამოთქვეს აღნიშნულ პროექტთანდ დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და რუსთაველის ეროვნული ფონდი წარმოადგენს პარტნიორ ინსტიტუციებს.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდან (ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტი) შეხვედრას ესწრებოდა პროექტის სტაფის სამი წევრი: პროფ. თინა გელაშვილი (პროექტის მენეჯერი), პროფ. ნიკოლოზ ახალკაცი და ბიბლიოთეკის ტექნიკური დირექტორი ხათუნა კვინცხაძე.
ილიაუნის საპროექტო გუნდის მიერ (ქეთევან დარახველიძე-კოორდინატორი, სალომე შედანია, გიგა ხოსიტაშვილი და მანანა სალუქვაძე) წარმოდგენილი იყო პროექტის დეტალური მიმოხილვა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო პაკეტები და პროექტის რეგულაციები, მ.შ. ფინანსური.
პარტნიორები
კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:
- ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ჩარლზის უნივერსიტეტი
- მასარიკის უნივერსიტეტი
- აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია
ქართული უნივერსიტეტები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- კავკასიის უნივერსიტეტი
- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
- შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.
2023 წელი
ღონისძიებები
2023 წლის 28 მარტი
რესურსები
სიახლეები
high quality https://fr.wellreplicas.to to make certain the excellent top quality and also amazing story with the services lifestyle. ja 電子タバコ are designed for a wide variety of people. features a huge selection of authentic redbullvape at low prices. high quality and large discount of all address online. flawless replika valentino for sale.
see this here usa to develop a surprisingly cutting edge high-level superior important features take a look at.best swiss xf rolex day date rolex calibre 2836 2813 mens m128238 0069 automatic with best price on sale.