საინფორმაციო შეხვედრა ETHICS პროექტის ფარგლებში

2023 წლის 28 მარტს,  EU-Erasmus+ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities (ETHICS) ,,კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა -კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“  (კოორდინატორი-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა  სჯუნის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი-დეკანები, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები და საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ხარისხის სამსახურის წარმომადგენლები. პროექტის მენეჯერმა, პროფ. თინა გელაშვილმა ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, ილიაუნში, პირველ  ეროვნულ შეხვედრაზე (1.03.2023) განხილულ საკითხებსა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო პაკეტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც ეხებოდა უნივერსიტეტში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებისა და პროექტის ადმინისტრირების საკითხებს.