სჯსუ ვეტერინარიის სტუდენტები თურქეთის უნივერსიტეტში

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი,მეორე და მესამე კურსის 10  წარჩნებული სტუდენტი, პროფესორ ნინო მილაშვილის ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვევით და  სრული ფინანსური მხარდაჭერით , ურთიერთთანამშრომლობის  ხელშეკრულების ფარგლებში, იმყოფებიან ვეტერინარიის ფაკულტეტზე.

სტუდენტები, ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობიან ვეტერინარიის ფაკულტეტის  სასწავლო პროცესს და არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. თურქეთის კავკასიის უნივერსიტეტის ვეტერინარული ფაკულტეტი ვეტერინარული დაწესებულებების ევროპული ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია.  

შემდგომი ეტაპი სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართულობაა.