DITECH

 

 

 

 

სამეწარმეო განათლებაგზა ინოვაციისთანასწორობისა და ხარისხისაკენ

(MES-CIF-1-22)

 

კავკასიის უნივერსიტეტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებულ პროექტს: სამეწარმეო განათლებაგზა ინოვაციისთანასწორობისა და ხარისხისაკენ. პროექტის საერთაშორისო პარტნიორია  ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისი (GWOIE)“, რომელიც ხელს შეუწყობს აშშ-ის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და მსოფლიო ექსპერტებთან თანამშრომლობას ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსების განვითარებაში.

 

 

პროექტის მიზანია მონაწილე ქართულ უნივერსიტეტებში – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (SJSU) და კავკასიის უნივერსიტეტში (CU) ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარება საუნივერსიტეტო რესურსების გამოყენებით, სტრატეგიული მიზნების განახლებისა  და დამსაქმებლებთან არსებული ქსელის განვითარების მეშვეობით

 

პროექტის ძირითადი ამოცანებია:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარება;
  • აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება;
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დაარსება;
  • აქსელერაციის პროგრამის შემუშავება;
  • მესამე მისიის სტრატეგიის შემუშავება და გაძლიერება;
  • ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრების ინფრასტრუქტურის მოდერნიზება;
  • ბიზნესებსა და უნივერსიტეტებს შორის არსებული ქსელის გაუმჯობესება;
  • შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება, ინკლუზიური გარემოს შექმნა შესაბამისი დამსაქმებლების ჩართულობით;
  • ინოვაციური ბანაკის ორგანიზება სტუდენტებისთვის.

ქართველი პარტნიორები

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსორციუმის წამყვანი პარტნიორი. 
  2. ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტი
  3. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. იაკობ გოგებაშვილის სხელობის თელვის სახელმ წიფო უნიუვერსიტეტი
  5. სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი
  6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  7. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

 

უცხოელი პარტნიორები

  1. ტალინის უნივერსიტეტი  (ესტონეთი). კოორდინატორი
  2. კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიტვა)
  3. კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)