ეროვნული შეხვედრა DITECH-ის ფარგლებში

2021 წლის 15–16 ნოემბერს, DITECH-ERASMUS+ ( Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH. 618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP)  პროექტის ფარგლებში,  ჩატარდა  მე-3 ეროვნული შეხვედრა, რომელსაც მასპინძლობდა პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: პროექტის მენეჯერი, პროფ. თინა გელაშვილი და სტაფის ორი წევრი: ასოცირებული პროფესორი მაკა მურვანიძე და ბიბლიოთეკის ტექნიკური დირექტორი ხათუნა კვინცხაძე, რომლებიც სხვა პარტნიორ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც საბაკლვრო და სამაგისტრო დონეზე ონლაინ კურსებისთვის რიდერის მომზადების, მ.შ. კურსების მოსამზადებელი სოფტების, ასევე, მენეჯმენტის და დისიმინაციის საკითხების განხილვაში.