გალაქტიონის 130წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

24 ნოემბერს, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამეცნიერო ბიბილიოთეკის ორგანიზებით, გაიმართა ლიტერატურული საღამო: გალაკტიონ ტაბიძის ”ერთი ლექსის” ანალიზი. ღონისძიება დიდებული პოეტის დაბადებიდან 130 წლისთავს მიეძღვნა.

📚შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი გულიკო ბექაური და სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლალი ბერიძე. პროფესორმა ნესტან სულავამ წარადგინა პოეტის შემოქმედებიდან საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ლექსის „მესტიის ხიდი“ანალიზი.

📚ონლაინ შეხვედრას პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა პოეტის მოღვაწეობიდან სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდები გაიხსენეს, წაიკითხეს შემოქმედებიდან ამონარიდები, რამაც საღამოს განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა.