სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 2021 წლის 23 ნოემბერს, გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება“(INTERNATIONAL STUDENT SCIENTIFIC CONFERENCE “USAGE OF INFORMATION TECHNOLOGIES).

კონფერენციას მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მერაბ ბერიძე, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან მაკარაძე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ტალინის უნივერსიტეტის, თელავის, თბილისის, ვოლგოგრადისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე https://sjuni.edu.ge/wp…/uploads/2021/11/programa4.pdf…