⇒ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის კვლევა უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულებაა. მიუხედავად იმისა, რომ დაარსებისთანავე უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას აქცევდა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას, სტატუსის ამაღლების შემდეგ კვლევით საქმიანობაზე აქცენტირება და კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა.

მნიშვნელოვანია იდენტიფიცირებული მიმართულებებით ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელება ჰუმანიტარული მიმართულებით, პრაქტიკული მნიშვნელობის კვლევები აგრარულ-ეკონომიკური კუთხით, რაც ორგანული და ბუნებრივია სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. კვლევის მიმართულებით უნივერსიტეტი გეგმავს შესაბამისი საქმიანობების, როგორც ინტენსივობის, ასევე მასშტაბის გაზრდას. აღნიშნული სტრატეგიული მიმართულების ეფექტური განვითარებისათვის აუცილებელია უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა/განვითარება. მხარდამჭერი საქმიანობები შესაძლებელია მოიცავდეს საინფორმაციო-სასწავლო ღონისძიებებს, ლიტერატურის/გზამკვლევების/ინსტრუქციების მომზადება-გავრცელებას, კვლევასა თუ კონსულტირებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდა მეცნიერთა, დოქტორანტთა დახმარებაზე, რათა მათ შეძლონ საერთაშორისო სტანდარტის სამეცნიერო პროდუქციის შექმნა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება. არსებული ვითარების უკეთ გააზრებისა და ქმედითი სტრატეგიის შემუშავების მიზნით მნიშვნელოვანია კვლვის ხარისხის, აკადემიური პატიოსნების კულტურის დანერგვის მექანიზმების ხელშეწყობა და ინსტიტუციური განვითარების საკითხების სიღრმისეული შესწავლა. ამისათვის უნივერსიტეტს დაგეგმილი აქვს განათლების სხვადასხვა საფეხურზე კვლევითი საქმიანობის განხორციელების სისტემატური მონიტორინგი, დაწესებულებების კვლევითი პოტენციალის შესახებ კომპლექსური კვლევის ჩატარების პრაქტიკის დანერგვა. ეს შესაძლებელს გახდის პროგრესის პერიოდულ შეფასებას და დაეხმარება როგორც უნივერსიტეტს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს კვლევის პოლიტიკის სწორი მიმართულებით წარმართვაში, საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაში.

უნივერსიტეტი მიმართულების გაძლიერებისათვის ასევე გეგმავს კვლევის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სერვისების განვითარებას. სტრატეგიული მიმართულების მისაღწევად განსაზღვრული მიზნები, ამოცანები და ღონისძიებები შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ ორივე პრიორიტეტთან – კვლევისა და სწავლა-სწავლების ინტეგრირება, კომუნიკაციის გაფართოება.

convenient to use is usually a important highlight attached to who sells the best high quality replica rolex yacht master rolex calibre 2836 2813 16623 78763 mens white dial hands.exact fake rolex watches for men found lacking a typical special is effective passed on.

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი