ეწვიეთ ეროვნული ოფისის საიტს 

 

 

 

 

ჰორიზონტი ევროპა წარმოადგენს კვლევებისა და ინოვაციების სფეროში ევროკავშირის უმსხვილეს ჩარჩო პროგრამას. პროგრამის მიზანია, ევროპაში მსოფლიო დონის მეცნიერების განვითარების უზრუნველყოფა, ინოვაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ინოვაციების სფეროში საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ხელშეწყობა.

Horizon Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის  ფუნქციაა არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის კონკურსების შესახებ, არამედ ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.

იხ. ჰორიზონტი ევროპის-საგრანტო პროექტის ფორმა

 

 

 

 

 

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერიტეტის საგრანტო ოფისის მისამართია:

უნივერიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი 305

საგრანტო ოფისისი კოორდინატორი – მერი სახამბერიძე

e-mail : [email protected]

ტელ: +995 591 41 12 72 

 

 

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე. საინფორმაციო შეხვედრა გაგაცნობთ თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს ევროპული კვლევების საბჭო მკვლევრებს. კერძოდ, კონსოლიდატორ გრანტებისა (Consolidator Grant) და მაღალი საფეხურის გრანტების (Advanced Grant) მიმართულებით. ფორმატი: ონლაინ თარიღი: 21 ნოემბერი, 14:00 – 16:00 რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfQhKZ1HZXLAWA-f8yufCx_2Tl4TuT5JHRlCn1kFmGo83eEsg/viewform?usp=sf_link

ღონისძიებაზე დასწრების ლინკი: https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09


მოგახ​სენებთ, რომ 2022 წლის 2-4 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში პირველად ჩატარდება “ღია მეცნიერების ფორუმი” (შემდეგ – ფორუმი), რომელიც სამმხრივი შეხვედრის ფორმატში – ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით გაიმართება.   ფორუმი მიზნად ისახავს ღია მეცნიერების ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-განვითარებას, ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან (EOSC) თავსებადი სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას და ეროვნულ დონეზე eosc-ის ელჩების გადამზადებას, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.   ფორუმი გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში (სამუშაო ენა – ინგლისური ენა). მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს როგორც დასწრებულ, ისე ონლაინ ფორმატში.

>>> იხილეთ დღის წესრიგი


.

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო შეხვედრა

European Research Council (ERC) Information Seminar

ძვირფასო კოლეგებო,

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე.

საინფორმაციო შეხვედრა გაგაცნობთ თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს ევროპული კვლევების საბჭო მკვლევრებს. კერძოდ, სინერჯი გრანტებისა (Synergy Grants) და საწყისი გრანტების (Starting Grants) მიმართულებით.

ფორმატი: ჰიბრიდული

თარიღი:16 სექტემბერი, 14:00 – 16:00

ძირითადი სამიზნე აუდიტორია:

საწყის გრანტებზემკვლევარები რომელთათვისაც სადოქტორო სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან გასულია არანაკლებ 2 და არაუმეტეს 7 წელი.

სინერჯი გრანტებზე ნებისმიერ სამეცნიერო საფეხურზე მყოფი მკვლევარები.

რეგისტრაციის ბმული:

ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო დღე/ European Research Council (ERC) Information Day in Georgia“ (google.com)

ღონისძიებაზე დასწრები ლინკი:

https://us02web.zoom.us/j/8159309443…

მიბმულ ფაილში იხილეთ დღის წერსიგი.

ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ეკატერინე სანაია, ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირი

E-mail: [email protected]

Mobile: +995 5773927


გამოცხადდა კონკურსები შემდეგი მიმართულებებით


UNESCO-ს პროგრამის „ინფორმაცია ყველასათვის“ (Information for All Programme (IFAP)) ფარგლებში პროექტები

IFAP პროგრამა (https://en.unesco.org/programme/ifap) ეხმარება ქვეყნებს გაატარონ და განავითარონ ეროვნული საინფორმაციო პოლიტიკა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებით.

წარდგენილი პროექტები უნდა იყოს შესაბამისობაში პროგრამის 6 პრიორიტეტთან: ინფორმაცია განვითარებისთვის; ინფორმაცია და წიგნიერება; ინფორმაცია და ეთიკა; ინფორმაციის დაცვა; ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და მულტილინგუალიზმი.

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ/ორგანიზაციებმა თავად უნდა მიაწოდონ პროექტი მისამართზე [email protected] 2022 წლის 16 სექტემბრამდე. IFAP-საგან პროექტით მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10.000 აშშ დოლარს. პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 12 თვე.

დაინტერესებულ პირებს პირადად გადავუგზავნი პროექტის შედგენასთან დაკავშირებულ დეტალურ გზამკვლევს.

პატივისცემით,

სჯსუს ჰორიზონტი ევროპის საგრანტო ოფისი


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

გამოცხადდა 2022 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე

https://bit.ly/3ROlPkk


სწრაფი წვდომის ბანერები

ჰორიზონტი ევროპა